58
04 მარტი 2026, 11:40
CNN-ის ინფორმაციით, CIA მუშაობს ირანში ქურთული ოპოზიციური ძალების შეიარაღებაზე, რათა მათ შეძლონ ქვეყნის შიგნით მოქმედი რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყების პროვოცირება. ამის შესახებ ტელეკომპანია რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ქურთული შეიარაღებული ძალები ირანის უსაფრთხოების ძალებთან ბრძოლაში შევიდნენ და ამით მათი ყურადღება გადაიტანონ - რათა ირანის დიდ ქალაქებში უიარაღო მოსახლეობას უფრო გაუადვილდეს ქუჩაში გამოსვლა და პროტესტების დაწყება.
სხვა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ქურთებს შეუძლიათ რეგიონში ქაოსი შექმნან და მაქსიმალურად გაჭიმონ ირანის რეჟიმის სამხედრო რესურსები.
კიდევ ერთი იდეა არის ის, რომ ქურთებმა ირანის ჩრდილოეთში ტერიტორია დაიკავონ და შეინარჩუნონ, რაც შესაძლოა ისრაელისთვის ბუფერული ზონის შექმნას გამოიწვევს.
ირანის ქურთულ შეიარაღებულ დაჯგუფებებს ათასობით მებრძოლი ჰყავთ, რომლებიც ირან-ერაყის საზღვრის გასწვრივ მოქმედებენ, წერს CNN.
ომის დაწყების შემდეგ ზოგიერთი ამ ჯგუფიდან საჯაროდ მოუწოდებს ირანის სამხედროებს მათ მხარეს გადასვლისკენ.
ამავე დროს ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსი - Islamic Revolutionary Guard Corps - ქურთულ ჯგუფებზე დარტყმებს ახორციელებს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |