ხამენეის გამოსათხოვარი ცერემონია 3 დღე გაგრძელდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 04 მარტი 2026, 12:00
ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამეინის გამოსათხოვარი ცერემონია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ცერემონია დაიწყება 4 მარტს, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე და გაიმართება იმამ ხომეინის კომპლექსში თეირანში.

ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, დაკრძალვის დეტალები ოფიციალურად გამოცხადდება მას შემდეგ, რაც ცერემონიის ყველა ნაწილი საბოლოოდ შეთანხმდება.

დაკრძალვა დაგეგმილია მეშჰედში - ირანის მეორე ყველაზე დიდ ქალაქში, სადაც ხამენეი დაიბადა.
სავარაუდოდ, მას დაკრძალავენ იმამ რეზას მავზოლეუმში, სადაც უკვე დაკრძალულია მისი მამა. დაკრძალვის ზუსტი თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა.

ხამენეი 28 თებერვალს მოკლეს საკუთარ რეზიდენციაში ავიადარტყმის შედეგად, რომელიც განხორციელდა აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში.
ის ირანს ხელმძღვანელობდა 1989 წლიდან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი