არჩილ ბერიძე: დღეს ჩვენ ვწერთ ერთგვარ სახელმძღვანელოს - როგორ უნდა დაიცვას ქვეყანამ საკუთარი დამოუკიდებლობა, როგორ უნდა შეინარჩუნოს სტაბილურობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
5 04 მარტი 2026, 14:12
დღეს ჩვენ ვწერთ ერთგვარ სახელმძღვანელოს — როგორ უნდა დაიცვას ქვეყანამ საკუთარი დამოუკიდებლობა, როგორ უნდა შეინარჩუნოს სტაბილურობა და როგორ მიიღოს გადაწყვეტილებები მხოლოდ ეროვნული ინტერესებით. შეცდომებიც შესაძლებელია — ეს ბუნებრივია. მაგრამ მთავარი ის არის, რომ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. ჩვენ ვქმნით გამოცდილებას მომავალი თაობებისთვის, რათა მათ კიდევ უფრო ძლიერი სახელმწიფო ააშენონ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ  ბერიძემ, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.

არჩილ ბერიძის განცხადებით,  საქართველო ევროპის ნაწილი იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც  ევრობიუროკრატთა კაბინეტები ჯერ კიდევ არ არსებობდა. 

„ჩვენ არ ვემსახურებით არავის. ჩვენ ვემსახურებით საქართველოს. ფიქრობდნენ, რომ ეს ქვეყანა ვერ გაუძლებდა ზეწოლას. ფიქრობდნენ, რომ ეკლესიას დაანგრევდნენ. ფიქრობდნენ, რომ საზოგადოებას დაქსაქსავდნენ. შეცდნენ. საქართველო არასოდეს იწყებოდა გრანტებით და არასოდეს დასრულდება უცხოური ინსტრუქციებით. ევროპა თქვენ არ აგიშენებიათ. ევროპა მრავალსაუკუნოვანი ცივილიზაციაა. ის არ ეკუთვნის არც ერთ ბიუროკრატს, არც ერთ იდეოლოგიას. ევროპა არის კულტურა. ევროპა არის ქრისტიანული ცივილიზაცია. ევროპა არის კონსერვატიული ფესვები და ეროვნული იდენტობა. და ჩვენ ამ ევროპის ნაწილი ვიყავით მაშინაც, როცა ეს კაბინეტები ჯერ არ არსებობდა. ბოროტსა სძლია კეთილმან — ეს ჩვენი სიტყვებია ეს ჩვენი გამოცდილებაა. ეს ჩვენი ისტორიაა. ნუ გვიყურებთ ზემოდან. ნუ გგონიათ, რომ საქართველო მხოლოდ პოლიტიკური ელიტაა. ამ ქვეყნის ბირთვი — ხალხია. ერი, რომელსაც აქვს ენა, მამული და სარწმუნოება ენა, მამული, სარწმუნოება — ეს არის ჩვენი საზომი. არა გრანტი, არა ინსტრუქცია, არა მითითება და ვინც ამას ვერ გაიგებს  ის ვერასოდეს გაიგებს საქართველოს,“- განაცხადა არჩილ ბერიძემ. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე საქალაქო სასამართლომ 13 პირი პატიმრობაში დატოვა
Financial Times: ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის ელჩი დღეს ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე დააფიქსირებს პროტესტს უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანების იდეასთან დაკავშირებით
The Financial Times: ევროკავშირი მოუწოდებს უკრაინას დაუშვას ინსპექტორები ნავთობსადენ „დრუჟბაზე“
გურამ მაჭარაშვილი ლაშა ჩხარტიშვილზე: როდესაც ვამბობდით, რომ „ნაცმოძრაობას“ თავისი ფილიალებით აქვს ომის და დაპირისპირების ბუნება და მათ ქვეყანა არ მიაჩნიათ თავიანთ სამშობლოდ, გვეუბნებოდნენ, რომ სად იყო არგუმენტები - ინებეთ არგუმენტები
შარმანაშვილი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტზე: დარწმუნებული ვარ, სტრატეგიული პარტნიორობა აუცილებლად აღდგება
არქივი