ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ირანში შეიარაღებული კონფლიქტის გამო აშშ-თან ჩამოყალიბებულ დაძაბულ ურთიერთობებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
მან ახსნა, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი აშშ-ის ირანში წარმოებულ სამხედრო კამპანიას. როგორც სანჩესმა აღნიშნა, 23 წლის წინ ესპანეთი ერაყის ომში ჩაერთო, რის გამოც სამხედრო კამპანიამ უფრო მეტი პრობლემა მოუტანა ევროპას.
„23 წლის წინ აშშ-ის სხვა ადმინისტრაციამ ახლო აღმოსავლეთში სხვა ომში ჩაგვითრია. ომში, რომელიც, როგორც მაშინ ამბობდნენ, თეორიულად სადამ ჰუსეინის მასობრივი განადგურების იარაღის განადგურებისთვის, დემოკრატიისა და გლობალური უსაფრთხოების დამყარებისთვის იყო. თუმცა, სინამდვილეში, სურათი პერსპექტივაში რომ დავინახოთ, ვნახავთ, რომ მან საპირისპირო ეფექტი გამოიღო, გამოიწვია რა ჩვენს კონტინენტზე მიგრაციის ყველაზე დიდი ტალღა ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ“, - თქვა სანჩესმა.
ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარემ აგრეთვე დასძინა, რომ ერაყის ომმა ჯიჰადისტური ტერორიზმის მნიშვნელოვან ზრდას შეუწყო ხელი, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში მიგრაციული კრიზისი და ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა გამოიწვია.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |