შარმანაშვილი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტზე: დარწმუნებული ვარ, სტრატეგიული პარტნიორობა აუცილებლად აღდგება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
55 04 მარტი 2026, 14:46

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტს ეხმაურება.

ის დარწმუნებულია, რომ აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენა არც ისე შორეულ პერიოდში მოხერხდება.

„სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენისკენ ნაბიჯების გადადგმის სურვილი გამოთქვა ორივე მხარემ და ამაზე სამუშაოების დაწყების. ეს არის მთავარი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ყოვლად უსამართლოდ შეწყვეტილი სტრატეგიული პარტნიორობა აუცილებლად აღდგება არც ისე შორეულ პერსპექტივაში“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

საპარლამენტო დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, შეერთებულ შტატებში შეხვედრებს მართავს. დეპუტატები უკვე შეხვდნენ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ბრენდან ჰან-რაჰანს, ასევე, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს. საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, შეხვედრებს ესწრება საქართველოს ელჩი ამერიკაში. დეპუტატები რესპუბლიკელი კონგრესმენის, ანა პაულინა ლუნას მიწვევით, მონაწილეობას მიიღებენ „სუვერენული ერების ალიანსის“ სამიტში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი