როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ „ნაცმოძრაობას“ თავისი ფილიალებით აქვს ომის და დაპირისპირების ბუნება და მათ ქვეყანა არ მიაჩნიათ თავიანთ სამშობლოდ, გვეუბნებოდნენ, რომ სად იყო არგუმენტები - ინებეთ არგუმენტები, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ლაშა ჩხარტიშვილზე საუბრისას.
მისივე თქმით, ყველაფერი ცუდი საქართველოში ოპოზიციისთვის მისაღებია, რომ როგორმე თვითონ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.
„ეს არის ოპოზიციის მიდგომა, ოღონდ ყველაფერი ცუდი იყოს საქართველოში, რომ როგორმე თვითონ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, მათთვის ყველაფერი მისაღებია“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
სააკაშვილის შემდეგ, ირანში განვითარებულ მოვლენებს საკუთარ ქვეყანაში ნატრობს ლაშა ჩხარტიშვილი. ჩხარტიშვილს მსხვერპლი სურს. მმართველი გუნდის შეფასებით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რადიკალურ ოპოზიციას ქვეყანაში მშვიდობა არ უნდა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |