44
04 მარტი 2026, 15:24
Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყანა ეწინააღმდეგება უკრაინის გამარტივებული ან დაჩქარებული წევრობის იდეას, მათ შორის მთავარი ქვეყნები - საფრანგეთი და გერმანია.
საღამოს ურსულა ფონ დერ ლაიენი ოფიციალურად წარადგენს ასეთ წინადადებას, თუმცა წყაროების თქმით, საერთო რეაქცია, სავარაუდოდ, უარყოფითი იქნება, ხოლო ზოგიერთ დედაქალაქში გაღიზიანებას იწვევს ისიც, რომ ამ საკითხის ოფიციალური განხილვა ასე გვიან დაიწყო.
ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებში მიაჩნიათ, რომ ევროკომისიას უნდა შეეკავებინა უკრაინის მოლოდინები და არ დაეშვა „დაჩქარებული“ წევრობის იმედების ასეთი ზრდა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |