ლაშა ბაქრაძე: გამოცდილებიდან გამომდინარე დიდად არ მჯერა, რომ ოპოზიციის გაერთიანებას რაიმე სერიოზული შედეგი ექნება. ზედმეტი ეიფორია არ არის საჭირო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 04 მარტი 2026, 15:53

ლიტერატურათმცოდნემ ლაშა ბაქრაძემ ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შესახებ გადაცემაში „გაიღვიძე საქართველო“ ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ თეორიულად კარგი და მისასალმებელია, თუმცა ის გამოცდილებიდან გამომდინარე სკეპტიკურად უყურებს იმ შედეგს, რაც შეიძლება ამ გაერთიანებას მოჰყვეს.

ბაქრაძე ფიქრობს, რომ ზედმეტი ეიფორია ამ თემასთან დაკავშირებით საჭირო არ არის.

„დიდი ხანია საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ ერთობა უნდა არსებობდეს ოპოზიციაში. თავისთავად კარგია, რომ რაღაცასთან მივიდნენ- „ალიანსი“ ჰქვია ახლა ამ ერთობას, მაგრამ ძალიან გულახდილი ვიქნები, გამოცდილებიდან გამომდინარე დიდად არ მჯერა, რომ ამას რაიმე სერიოზული შედეგი ექნება და რომ მართლაც ერთი ფრონტით შეძლებენ სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით გამოსვლას. ვისურვებდი, რომ ასე იყოს და ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ გამოცდილება სხვას გვეუბნება და საბოლოო ჯამში არ ვიცი, ეს ძალიან მოკლე პერიოდს არ მოიცავდეს ამასთან დაკავშირებული სიხარული. კარგია საერთოდ რაღაც მოძრაობა რომ შეინიშნება, მაგრამ ვნახოთ, დაველოდოთ, ბევრი მოვითმინეთ აქამდეც, მოდით შევხედოთ, როგორ განვითარდება ეს ყველაფერი. ვფიქრობ, ზედმეტი ეიფორია არ არის საჭირო“, -განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
The New York Times: ირანის დაზვერვამ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს აცნობა, რომ ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებისთვის მზად არის
რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინისთვის განკუთვნილი 90 მილიარდი ევროს ღირებულების ფინანსური დახმარების პაკეტი ამ ეტაპზე „გაყინულია“
ირანმა აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალი გადადო
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე საქალაქო სასამართლომ 13 პირი პატიმრობაში დატოვა
Financial Times: ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის ელჩი დღეს ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე დააფიქსირებს პროტესტს უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანების იდეასთან დაკავშირებით
არქივი