რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინისთვის განკუთვნილი 90 მილიარდი ევროს ღირებულების ფინანსური დახმარების პაკეტი ამ ეტაპზე „გაყინულია“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 04 მარტი 2026, 17:14

ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინისთვის განკუთვნილი 90 მილიარდი ევროს ღირებულების ფინანსური დახმარების პაკეტი ამ ეტაპზე „გაყინულია“. ინფორმაციას სოციალურ ქსელ X-ში რადიო „თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში აღნიშნულ საკითხებზე პროგრესი მოსალოდნელი არ არის. იოზვიაკი არ გამორიცხავს, რომ გადაწყვეტილება შესაძლოა მხოლოდ 19 მარტს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე მიიღონ.

„ორივე საკითხი - ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინისთვის €90 მილიარდის სესხი ამ ეტაპზე „გაყინულია“. ამ კვირაში რაიმე წინსვლა მოსალოდნელი არ არის და არ გამიკვირდება, თუ საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ 19 მარტს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე იყოს მიღებული“, - წერს იოზვიაკი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი