48
04 მარტი 2026, 18:11
მედიის ცნობით, Meta-ს კონტრაქტორები ამოწმებენ Ray-Ban Meta-ის „ჭკვიანი სათვალეებით“ ჩაწერილ ვიდეოებს, რათა მონაცემები მონიშნონ და ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების გაწვრთნაში გამოიყენონ.
მათი ინფორმაციით, კონტრაქტორი კომპანიის Sama-ს მოდერატორები კენიაში ხედავენ ჩაწერილი ვიდეოების სხვადასხვა ფრაგმენტს, მათ შორის პირად სცენებსაც - მაგალითად:
ადამიანებს აბაზანაში; ტანსაცმლის გამოცვლის მომენტებს; სალაროსთან ბანკის ბარათის მონაცემებს.
ამასთან, ბევრმა მომხმარებელმა არც კი იცის, რომ მათი ჩანაწერები შესაძლოა ნახონ თანამშრომლებმა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის სწავლების პროცესში მონაწილეობენ.
გასულ წელს Meta-ს სმარტ-სათვალეები დაახლოებით 7 მილიონმა ადამიანმა იყიდა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |