ჩინეთის საგარეო უწყება: ჩინეთი მოუწოდებს შესაბამის მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო ოპერაციები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 04 მარტი 2026, 19:15

ჩინეთმა ირანს, აშშ-სა და ისრაელს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები, რათა თავიდან იყოს აცილებული „გლობალური ეკონომიკური ზრდისთვის კიდევ უფრო დიდი ზიანის მიყენება“.

ჰორმუზის სრუტე, ნავთობის გადაზიდვის კრიტიკული წერტილი, რომელსაც ნაწილობრივ ირანი აკონტროლებს, წარმოადგენს „საქონლისა და ენერგიის მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტს“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლინ ძიანმა.

„რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება საერთაშორისო თანამეგობრობის საერთო ინტერესებში შედის“, - აღნიშნა მან.

„ჩინეთი მოუწოდებს შესაბამის მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო ოპერაციები, თავიდან აიცილონ დაძაბული ვითარების შემდგომი ესკალაცია და არ დაუშვან რეგიონული არეულობის მიერ გლობალური ეკონომიკური ზრდისთვის კიდევ უფრო დიდი ზიანის მიყენება“, - დაწერა მან პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტშ

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს
პიტ ჰეგსეტი - დავხარჯავთ იმდენ დროს, რამდენიც საჭიროა წარმატების მისაღწევად, რადიკალმა ისლამისტმა ირანელებმა იციან, რომ ეს მათი აღსასრულია, ან მალე გაიგებენ ამას, ჩვენ მხოლოდ ახლა დავიწყეთ
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ახალ ძალას და ახალ მნიშვნელობას იძენს
მაკა ბოჭორიშვილი: ხელისუფლება და საელჩოები ყველაფერს აკეთებენ, რომ მუდმივად იყვნენ ხაზზე საქართველოს მოქალაქეებთან. ამ შემთხვევაში, ვერ მივიღებთ ვერანაირ კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე ნიშნით ხდება მოქალაქეების შერჩევა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ანალიტიკური ცენტრის „ქუინსი ინსტიტუტის" დირექტორს შეხვდა
არქივი