პიტ ჰეგსეტი - დავხარჯავთ იმდენ დროს, რამდენიც საჭიროა წარმატების მისაღწევად, რადიკალმა ისლამისტმა ირანელებმა იციან, რომ ეს მათი აღსასრულია, ან მალე გაიგებენ ამას, ჩვენ მხოლოდ ახლა დავიწყეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 04 მარტი 2026, 19:59

ეს არასდროს ნიშნავდა სამართლიანი ბრძოლას, ეს უსამართლო ბრძოლაა, ჩვენ წაქცეულს ვურტყამთ და აქამდეც ზუსტად ასე უნდა ყოფილიყო, – ამის შესახებ აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ან კვირაში, ორი ყველაზე ძლევამოსილი, აშშ-სა და ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალა, სრულ კონტროლს მოიპოვებს ირანულ ცაზე.

„პრეზიდენტმა ტრამპმა როგორც თქვა, ჩვენ დავხარჯავთ იმდენ დროს, რამდენიც საჭიროა, რათა მივაღწიოთ წარმატებას. მხოლოდ ოთხი დღე გავიდა და შედეგები უკვე წარმოუდგენლად ისტორიულია. რეალურად, მხოლოდ შეერთებულ შტატებს შეუძლია ამის მეთაურობა, მაგრამ როდესაც ამას ისრაელის თავდაცვის ძალებს დაუმატებ, გამანადგურებელ შესაძლებლობებს, ეს კომბინაცია ნიშნავს რადიკალი ისლამისტი ირანელი მტრების სრულ განადგურებას.

მათი აღსასრულია და მათ ეს იციან, ან მალე გაიგებენ. ჩვენ მხოლოდ ახლა დავიწყეთ მათი შესაძლებლობების დევნა, დაშლა, დემორალიზება, განადგურება და დამარცხება. უახლოეს დღეებში ან კვირაში, ორი ყველაზე ძლევამოსილი სამხედრო-საჰაერო ძალა სრულ კონტროლს მოიპოვებს ირანულ ცაზე“, – განაცხადა ჰეგსეტმა.

ომის მდივნის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ისინი დღე და ღამე იფრენენ და მოიძიებენ ირანის თავდაცვით-სამრეწველო ბაზებს, ირანელ ლიდერებს და მათ გაანადგურებენ.

„ეს არასდროს ნიშნავდა სამართლიანი ბრძოლას. ეს უსამართლო ბრძოლაა. ჩვენ წაქცეულს ვურტყამთ და აქამდეც ზუსტად ასე უნდა ყოფილიყო“, – აღნიშნა პიტ ჰეგსეტმა.

ომის მდივანი აღნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ ახლა იწყებენ და ირანის ცაზე სრული კონტროლის მოპოვების შემდეგ, დაიწყებენ 500, 1000 და 2000-ფუნტიანი ბომბების ჩამოყრას. მისი თქმით, ირანის ლიდერები ლიკვიდირებული არიან. ე.წ. მმართველი საბჭოს წევრები კი, რომლებმაც ახალი ლიდერი უნდა აირჩიონ, ან მოკლულია, ან დაკარგული ან ბუნკერს აფარებენ თავს.

ჰეგსეტის თქმით, განადგურებულია ირანის ავიაცია, ფლოტი.

„გასულ ღამეს ჩვენ ჩავძირეთ მათი სიამაყე, ხომალდი სოლეიმანი. როგორც ჩანს პრეზიდენტმა ის ორჯერ მოკლა“, – განაცხადა ჰეგსეტმა.

ჰეგსეტმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა ტორპედოთი დაარტყა ინდოეთის ოკეანეში მცურავ ირანულ ფრეგატს, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, წყალქვეშა ტორპედოს გამოყენების პირველი შემთხვევა იყო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი