პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ ირანთან ომი, შესაძლოა, 8 კვირას გაგრძელდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
76 04 მარტი 2026, 21:06

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ირანთან მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ვადებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპერაცია, შესაძლოა, იმაზე მეტხანს გაგრძელდეს, ვიდრე მანამდე ვარაუდობდნენ.

პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე ჰეგსეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე თავად განსაზღვრავს საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობას.

„შეიძლება ითქვას ოთხი კვირა, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ექვსი, რვა ან სამი“, - განაცხადა თავდაცვის მდივანმა. „საბოლოო ჯამში, ტემპსა და რიტმს ჩვენ ვადგენთ“.

ჰეგსეტის ეს სიტყვები მოჰყვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადრინდელ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც ოპერაცია Epic Fury (ეპიკური რისხვა) დაახლოებით 4-დან 5 კვირამდე უნდა გაგრძელებულიყო. თავდაცვის მდივნის განმარტებით, სამხედრო კამპანია გაგრძელდება მანამ, სანამ აშშ-ის ყველა სტრატეგიული მიზანი არ იქნება მიღწეული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრამპი ამერიკელი სამხედროებისთვის რელიგიურ ლიდერებთან ერთად ლოცულობს
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასატო კანდა: სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
გია აბაშიძე: წარსულში საქართველოს მმართველი პარტიის კრიტიკოსმა სენატორმა მალინმა მისი პოზიციის შეცვლა პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან უკეთესი ურთიერთობით ახსნა
ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის ვიზიტს შეერთებულ შტატებში Politico ეხმიანება
არქივი