ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი სულიერი ლიდერის ლიკვიდაციისთვის დიდ საფასურს გადაიხდის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 04 მარტი 2026, 22:04

ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი ალი ლარიჯანი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აფრთხილებს, რომ სულიერი ლიდერის ლიკვიდაციისთვის დიდ საფასურს გადაიხდის. ამის შესახებ ირანის მაღალჩინოსანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დონალდ „ტრამპმა ამერიკელი ხალხი ირანის წინააღმდეგ არასამართლიან ომში ჩაითრია, დაექვემდებარა რა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სულელურ გამოხტომებს“.

„დაე, ის დღეს დაუფიქრდეს: ბოლო დღეების განმავლობაში 500-ზე მეტი ამერიკელი სამხედროს დაცემის შემდეგ სლოგანი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ კვლავ ძალაშია თუ ის „ისრაელი უპირველეს ყოვლისად“ იქცა? ისტორია ჯერ არ დასრულებულა და იმამ ხამენეის მოწამეობრივი სიკვდილი მძიმე საფასურად დაგიჯდებათ“, – წერს ლარიჯანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ტალიაშვილი ენდრიუ ბეიკერთან შეხვედრაზე: ეს შეხვედრა უდავოდ ითამაშებს თავის მნიშვნელოვან როლს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ხელისუფლების დამსახურება, რომ უწყვეტი მშვიდობის დეკადა გვაქვს მაშინ, როდესაც ყველა ლოგიკით ომში უნდა ვყოფილიყავით სხვადასხვა მომენტში, ბოლო 14 წლის განმავლობაში
შალვა პაპუაშვილი: ამ დროს ერთადერთი და მთავარი, რაც შეიძლება იყოს, არის პასუხისმგებლობიანი პოლიტიკა, რომ ხელი შევუწყოთ მშვიდობას და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი სახელმწიფო
კონფლიქტითა და საომარი მოქმედებებით დაფარულ ქვეყნებში, სადაც ფრენები აღარ არის, საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც დააორგანიზა საკუთარი მოქალაქეების გამოყვანა
დავასრულეთ შეხვედრა ენდრიუ ბეიკერთან, განვიხილეთ ძალიან ფართო სპექტრი საკითხებისა. რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გამოსწორება, გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა
არქივი