კონფლიქტითა და საომარი მოქმედებებით დაფარულ ქვეყნებში, სადაც ფრენები აღარ არის, საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც დააორგანიზა საკუთარი მოქალაქეების გამოყვანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
77 04 მარტი 2026, 23:02

კონფლიქტითა და საომარი მოქმედებებით დაფარულ ქვეყნებში, სადაც ფრენები აღარ არის, საქართველო ერთადერთი სახელმწიფო არის, რომელმაც დააორგანიზა საკუთარი მოქალაქეების გამოყვანა ამ რეგიონიდან. უკვე შესრულდა ორი ფრენა, მესამე ფრენაც შესრულდება და ყველა მოქალაქე, ვისაც აქვს ამის საჭიროება, ჩვენს ხელისუფლებას გამოჰყავს ამ რეგიონიდან, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მისი თქმით, საქართველოს საელჩოები 24 საათის განმავლობაში კონტაქტზე არიან.

„ჩვენი საელჩოები ყველა რეგიონში, რა თქმა უნდა, არიან 24 საათის განმავლობაში კონტაქტზე და ყველა მოქალაქეს, რომელიც რეგიონში არის შეუძლიათ დაუკავშირდნენ და მოიკითხონ შესაძლებლობები. ირანში საბედნიეროდ არ არის ბევრი მოქალაქე, რომელსაც ეს რამენაირად ეხება, თუმცა აქაც საელჩო კონტაქტზე არის ყველასთან, ვისაც შეიძლება რაიმე დახმარება სჭირდებოდეს.

დღეს ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი ჩამოჰყვა რეისს, რომელმაც თქვა, რომ ჩამოფრინდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ფრენით და იქვე თქვა, რომ ის, ასევე, არის ინგლისის მოქალაქე და რომ მან ინგლისის საელჩოსაც მიმართა, თუმცა დღემდე პასუხი არ მიუღია. ეს აჩვენებს, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ ჩვენი მოქალაქეების მიმართ და რა პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ საკითხს. ასე, რომ მთავრობა ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუსეთს შეუძლია ევროკავშირის გაზის ბაზარი უფრო მომგებიანი ბაზრების სანაცვლოდ ნაადრევად დატოვოს
თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
თეთრი სახლის სპიკერი: თეთრ სახლში გვყავდა ძალიან სულელი და არაკომპეტენტური ლიდერი, რომელმაც ჩვენი საუკეთესო იარაღის დიდი ნაწილი უფასოდ გადასცა შორს მდებარე სხვა ქვეყანას, სახელად უკრაინა
თამარ ტალიაშვილი ენდრიუ ბეიკერთან შეხვედრაზე: ეს შეხვედრა უდავოდ ითამაშებს თავის მნიშვნელოვან როლს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ხელისუფლების დამსახურება, რომ უწყვეტი მშვიდობის დეკადა გვაქვს მაშინ, როდესაც ყველა ლოგიკით ომში უნდა ვყოფილიყავით სხვადასხვა მომენტში, ბოლო 14 წლის განმავლობაში
არქივი