თამარ ტალიაშვილი ენდრიუ ბეიკერთან შეხვედრაზე: ეს შეხვედრა უდავოდ ითამაშებს თავის მნიშვნელოვან როლს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 04 მარტი 2026, 23:08

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა უკვე გამართა. ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია მნიშვნელოვან შეხვედრებს მომდევნო დღეებშიც გამართავს.

„განსაკუთრებით გამოვყოფდი შეხვედრას, რომელიც ახლახან დასრულდა თეთრ სახლში, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან, ენდრიუ ბეიკერთან. ამ შეხვედრის დროს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ყველა იმ პრინციპულ და არსებით საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებელია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაძლიერების, გადატვირთვისა და ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის. ჩვენ უკვე გვაქვს საკმაოდ აქტიური დინამიკა ამ ურთიერთოებების განახლების და ეს შეხვედრა უდავოდ ითამაშებს თავის მნიშვნელოვან როლს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით“, - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუსეთს შეუძლია ევროკავშირის გაზის ბაზარი უფრო მომგებიანი ბაზრების სანაცვლოდ ნაადრევად დატოვოს
თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
თეთრი სახლის სპიკერი: თეთრ სახლში გვყავდა ძალიან სულელი და არაკომპეტენტური ლიდერი, რომელმაც ჩვენი საუკეთესო იარაღის დიდი ნაწილი უფასოდ გადასცა შორს მდებარე სხვა ქვეყანას, სახელად უკრაინა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ხელისუფლების დამსახურება, რომ უწყვეტი მშვიდობის დეკადა გვაქვს მაშინ, როდესაც ყველა ლოგიკით ომში უნდა ვყოფილიყავით სხვადასხვა მომენტში, ბოლო 14 წლის განმავლობაში
შალვა პაპუაშვილი: ამ დროს ერთადერთი და მთავარი, რაც შეიძლება იყოს, არის პასუხისმგებლობიანი პოლიტიკა, რომ ხელი შევუწყოთ მშვიდობას და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი სახელმწიფო
არქივი