რუსეთს შეუძლია ევროკავშირის გაზის ბაზარი უფრო მომგებიანი ბაზრების სანაცვლოდ ნაადრევად დატოვოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 05 მარტი 2026, 00:48

რუსეთს შეუძლია ევროკავშირის გაზის ბაზარი უფრო მომგებიანი ბაზრების სანაცვლოდ ნაადრევად დატოვოს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ისინი გეგმავენ, რომ ერთ თვეში, რუსული გაზის, მათ შორის თხევადი ბუნებრივი აირის, შეძენაზე შეზღუდვები დააწესონ. ხოლო, ერთი წლის შემდეგ, 2027 წლიდან კიდევ უფრო მეტ შეზღუდვებს გეგმავენ, სრულ აკრძალვამდე“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთისთვის შესაძლოა „უფრო მომგებიანი იყოს, რომ ევროპული ბაზრებისთვის რუსული გაზის მიწოდება ახლავე შეწყვიტოს“.

„უფრო მომგებიანი ხომ არ იქნება იმ ბაზრებზე შესვლა, რომლებიც ახლა იხსნება. ასევე, მკაფიოდ ვიტყვი, რომ პოლიტიკური მოტივი არ არსებობს. თუ მაინც ერთ ან ორ თვეში უნდა დახურონ ბაზარი, მაშინ უკეთესი არ იქნება, რომ ახლავე შევწყვიტოთ მიწოდება და იმ ქვეყნებში წავიდეთ, რომლებიც სანდო პარტნიორები არიან? ეს გადაწყვეტილება არ არის, როგორც ამბობენ, ეს უბრალოდ ხმამაღლა ფიქრია“, - აღნიშნა პუტინმა.

ცნობისთვის, იანვარში ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად მიიღო რეგულაცია, რომელიც რუსეთიდან ევროკავშირში, როგორც გაზის, ასევე, თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის ეტაპობრივ გაუქმებას ითვალისწინებს. გეგმის თანახმად, თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის სრული აკრძალვა 2027 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება, ხოლო გაზის იმპორტის - 2027 წლის შემოდგომიდან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
თეთრი სახლის სპიკერი: თეთრ სახლში გვყავდა ძალიან სულელი და არაკომპეტენტური ლიდერი, რომელმაც ჩვენი საუკეთესო იარაღის დიდი ნაწილი უფასოდ გადასცა შორს მდებარე სხვა ქვეყანას, სახელად უკრაინა
თამარ ტალიაშვილი ენდრიუ ბეიკერთან შეხვედრაზე: ეს შეხვედრა უდავოდ ითამაშებს თავის მნიშვნელოვან როლს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ხელისუფლების დამსახურება, რომ უწყვეტი მშვიდობის დეკადა გვაქვს მაშინ, როდესაც ყველა ლოგიკით ომში უნდა ვყოფილიყავით სხვადასხვა მომენტში, ბოლო 14 წლის განმავლობაში
შალვა პაპუაშვილი: ამ დროს ერთადერთი და მთავარი, რაც შეიძლება იყოს, არის პასუხისმგებლობიანი პოლიტიკა, რომ ხელი შევუწყოთ მშვიდობას და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი სახელმწიფო
არქივი