55
05 მარტი 2026, 10:16
ესპანეთმა უარყო აშშ-ის განცხადება, თითქოს ვაშინგტონის ზეწოლის შედეგად დათანხმდა, რომ თავისი სამხედრო ბაზები ირანზე დარტყმებისთვის გამოიყენონ.
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა 4 მარტს, ოთხშაბათს, რადიო Cadena SER-ის ეთერში განაცხადა, რომ მადრიდის მთავრობის პოზიცია უცვლელია.
მანამდე იმავე დღეს თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა თქვა, რომ ესპანეთი დათანხმდა ამერიკელ სამხედროებთან თანამშრომლობას.
„ვფიქრობ, მათ გუშინ ძალიან მკაფიოდ გაიგეს პრეზიდენტის გზავნილი,“ - განაცხადა ლივიტმა, დონალდ ტრამპის მუქარაზე მინიშნებით, რომელმაც თქვა, რომ აშშ შეიძლება მადრიდთან სავაჭრო ურთიერთობები გაწყვიტოს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |