FT: ირანი აიათოლა ხამენეის გეგმას ახორციელებს - ახლო აღმოსავლეთში არეულობის გასაფართოებლად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
88 05 მარტი 2026, 10:28
გამოცემა Financial Times წერს, რომ 2025 წლის ზაფხულში მომხდარი 12-დღიანი ომის შემდეგ ირანის უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ და ქვეყნის უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ შეიმუშავეს დეტალური გეგმა.

გეგმის მიხედვით, თუ აშშ და ისრაელი გააგრძელებენ დარტყმებს, ირანმა უნდა:

შექმნას ქაოსი ახლო აღმოსავლეთში; გამოიწვიოს შოკი მსოფლიო ბაზრებზე; გაზარდოს დაძაბულობა, რათა მოწინააღმდეგეები აიძულოს შეაჩერონ სამხედრო ოპერაციები

გეგმა მოიცავს: ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებს, რეგიონში ავიამიმოსვლის შეფერხებას

FT-ის ერთმა წყარომ უთხრა:

„ჩვენ სხვა არჩევანი არ გვქონდა, გარდა იმისა, რომ სიტუაცია გაგვეცხელებინა და დიდი ხანძარი გაგვეჩაღებინა, რათა ყველას დაენახა. როდესაც ჩვენი წითელი ხაზები გადაიკვეთა და საერთაშორისო სამართალი დაირღვა, ჩვენ აღარ შეგვეძლო თამაშის წესების დაცვა.“ 

სტრატეგიის კიდევ ერთი ნაწილი არის სამხედრო გადაწყვეტილებების დეცენტრალიზაცია - ბრძანებების სისტემის ისე გადანაწილება, რომ ხელმძღვანელობის შესაძლო დაღუპვის შემთხვევაშიც კი სამხედრო ძალებმა მოქმედება შეძლონ.

ირანის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, 2025 წლის ომის დროს ყველა ბრძანება ზემოდან მოდიოდა, მაგრამ ახლა: ადგილობრივ სამხედრო ძალებს უკვე წინასწარ იციან რა უნდა გააკეთონ. ისინი მოქმედებენ საკომანდო ცენტრთან სრულ კოორდინაციაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი