კახა კალაძე პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე: ნებისმიერი სპორტსმენისთვის ყველა საერთაშორისო ტურნირი მნიშვნელოვანია, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ ისინი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 05 მარტი 2026, 11:50

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მონაწილეობას.

მანვე აღნიშნა, რომ აღნიშნულ თამაშებში ბოიკოტის გამოცხადების არანაირი საფუძველი ჩვენს ქვეყანას არ ჰქონია.

„არანაირ ბოიკოტს არ შევუერთდებით. არაერთი მოწოდება გაგვიკეთეს, მაგალითად, სანქციებთან დაკავშირებითაც. რატომ უნდა შევუერთდეთ იმას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და ქართველი ხალხისთვის დამაზიანებელი იქნება. იმავენაირად სპორტსმენებმა რატომ უნდა გადადგან ასეთი ნაბიჯი, რატომ არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა.

ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მე ფეხბურთით ვიყავი ამდენი წლის განმავლობაში დაკავებული. ყველა საერთაშორისო ტურნირი ნებისმიერი სპორტსმენისთვის მნიშვნელოვანია. ემზადებიან და ყველაფერს აკეთებენ, რომ ასეთ შეჯიბრებებში წარმატებას მიაღწიონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - ირანის დრონებით თავდასხმებთან დაკავშირებით მზადდება საჭირო საპასუხო ზომები, აგრესიის ეს აქტები უპასუხოდ არ დარჩება
თამარ ჩიბურდანიძე: რამდენჯერ მიუღია ღალატი ქვეყანას ამ ოპოზიციისგან, მაგრამ რაც თინა ხიდაშელმა იკადრა - მოდით, დაგვბომბეთ - საქართველოს ბოლომდე გაწირვაა
შოთა ბერეკაშვილი: დისტრიბუციის ნაწილში, ძალიან მაღალია ფასნამატი - ჩვენი მიზანია, სწორი ინსტრუმენტების დანერგვით, გავაჯანსაღოთ სექტორში ურთიერთობები
დავით ქართველიშვილი: ნახიჩევანზე დარტყმა არის დარტყმა იმ ილუზიაზე, თითქოს კორიდორები შეიძლება აშენდეს გეოპოლიტიკური კონფლიქტებისგან დამოუკიდებლად
აზერბაიჯანში ირანის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს, მას საპროტესტო ნოტას გადასცემენ
არქივი