ჩვენი მიზანია, ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო შევქმნათ, სადაც ურთიერთობები იქნება გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და კონკურენცია იქნება ჯანსაღი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 05 მარტი 2026, 12:35

ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც იმ სამ მნიშვნელოვან პრობლემას მოაგვარებს, რაც ჩვენ დავინახეთ. პირველი, ეს არის, რომ სექტორში არ არის სათანადო გამჭვირვალობა. ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც იწვევს მეორე პრობლემას, რადგანაც არ არის გამჭვირვალობა, ბიზნესი ვერ გეგმავს ხანგრძლივ პერიოდში და არ გააჩნია პროგნოზირებადობის სათანადო საშუალება, რაც თავის მხრივ, კიდევ დამატებით ხარჯებს იწვევს, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნულს თან ებმის გადახდის ძალიან დიდი პერიოდი, რაც დამატებით ფინანსურ ხარჯებს ქმნის. ბერიკაშვილმა აღნიშნა, რომ კომისიის მიზანია, ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო შეიქმნას, სადაც, ურთიერთობები იქნება გამჭვირვალე და პროგნოზირებადი, ხოლო, კონკურენცია იქნება ჯანსაღი, რაც თავის მხრივ, ფასების კლებას გამოიწვევს.

„საბოლოო ჯამში, ამ ეტაპზე, ჯაჭვის ვერტიკალში მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც დავინახეთ, არის ასიმეტრიული ურთიერთობები - არათანაბარი, დაუბალანსებელი ურთიერთობები, რომელიც არაჯანსაღ კონკურენციას ქმნის. ყოველივე ეს იწვევს გარემოებას, რომ არიან კომპანიები, რომლებსაც პრივილეგირებული პოზიციები აქვთ და შეუძლიათ, ბაზრის მნიშვნელოვანი წილი წაიღოს და შესაბამისად, გადამეტებული მოგება დააგენერიროს, რდგან კონკურენცია არ არის და მეორე მხრივ, არსებობს კომპანიები, რომელბსაც დამატებითი ხარჯები ექმნებათ, რაც საერთო ჯამში, პროდუქციის თვითღირებულებას აწვება და ქმნის დამატებით ხარჯს.

ჩვენი მიზანია, ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო შევქმნათ, სადაც, ურთიერთობები იქნება: გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და კონკურენცია იქნება ჯანსაღი - ეს სამი მოცემულობა მოგვცემს საშუალებას, ბაზარზე მივიღოთ მნიშვნელოვანი კორექცია და მივიღოთ კორექცია კლებისკენ, რომ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მომხმარებელმა მიიღოს საუკეთესო ფასი“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.

კომისია, დღეს, სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების შესახებ, სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - ირანის დრონებით თავდასხმებთან დაკავშირებით მზადდება საჭირო საპასუხო ზომები, აგრესიის ეს აქტები უპასუხოდ არ დარჩება
თამარ ჩიბურდანიძე: რამდენჯერ მიუღია ღალატი ქვეყანას ამ ოპოზიციისგან, მაგრამ რაც თინა ხიდაშელმა იკადრა - მოდით, დაგვბომბეთ - საქართველოს ბოლომდე გაწირვაა
შოთა ბერეკაშვილი: დისტრიბუციის ნაწილში, ძალიან მაღალია ფასნამატი - ჩვენი მიზანია, სწორი ინსტრუმენტების დანერგვით, გავაჯანსაღოთ სექტორში ურთიერთობები
დავით ქართველიშვილი: ნახიჩევანზე დარტყმა არის დარტყმა იმ ილუზიაზე, თითქოს კორიდორები შეიძლება აშენდეს გეოპოლიტიკური კონფლიქტებისგან დამოუკიდებლად
აზერბაიჯანში ირანის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს, მას საპროტესტო ნოტას გადასცემენ
არქივი