შოთა ბერეკაშვილი: დისტრიბუციის ნაწილში, ძალიან მაღალია ფასნამატი - ჩვენი მიზანია, სწორი ინსტრუმენტების დანერგვით, გავაჯანსაღოთ სექტორში ურთიერთობები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 05 მარტი 2026, 13:49
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრები, სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურას, ფასწარმოქმნის ჯაჭვს და სექტორის საოპერაციო ხარჯებს, სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ.

კომისიის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, დისტრიბუციის ნაწილში, ფასნამატი ძალიან მაღალია, შესაბამისად, საჭიროა დადგინდეს, რა იწვევს ამ რგოლში ფასების მატებას.

"თქვენ ხართ მსხვილი დისტრიბუტორები და ბაზარზე მნიშვნელოვანი წილი არის თქვენი. განსაკუთრებით დისტრიბუციის ნაწილში, ძალიან მაღალია ფასნამატი. არის სექტორში ფასნამატი, რომელიც სტანდარტია სხვა ქვეყნებში და სამწუხაროდ, მათთან შედარებით, ძალიან მაღალია. ჩვენი პირველადი შეფასებით, ეს არის კონკრეტული საოპერაციო ხარჯებიდან გამოწვეული და გვინდა, სწორად გვესმოდეს, რა იწვევს ასეთ მაღალ  ფასნამატს თქვენს რგოლში, რასთან გვაქვს საქმე, როგორ შეგვიძლია ოპტიმიზაცია, რომ კიდევ ერთხელ სწორად დავინახოთ პრობლემები. ჩვენი მიზანია, სწორი ინსტრუმენტების დანერგვით, გავასწოროთ და გავაჯანსაღოთ სექტორში ურთიერთობები. მზად ვართ, რომ ამ საკითხზე დღეს ღია დისკუსია გვქონდეს," - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ზარქუა „ოპოზიციურ ალიანსზე“ - რა ცხრა პარტია? ჩვეულებრივი „ნაცმოძრაობაა“, რომელიც პატრონების დაკვეთით სხვადასხვა სახით იყო გაფენილი
ირაკლი ზარქუა - მზად ვართ, აშშ-თან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით
ნინო წილოსანი The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე: ეს სრული დეზინფორმაციაა - რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, რომ ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში საქართველო გახდეს ამ ცეცხლის ალის ნაწილი
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანზე დრონებით თავდასხმას უარყოფს
უნგრეთი მოსალოდნელი ტერორისტული საფრთხის გამო უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს
არქივი