აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - ირანის დრონებით თავდასხმებთან დაკავშირებით მზადდება საჭირო საპასუხო ზომები, აგრესიის ეს აქტები უპასუხოდ არ დარჩება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 05 მარტი 2026, 14:00

ირანის დრონებით განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით მზადდება საჭირო საპასუხო ზომები, აგრესიის ეს აქტები უპასუხოდ არ დარჩება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, დრონების ტექნიკური პარამეტრები და თავდასხმების დეტალები გამოძიების პროცესშია.

სამინისტროს განცხადების თანახმად, ინციდენტზე სრული პასუხისმგებლობა ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეკისრება.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო მკაცრად გმობს ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებს, სამხედრო აუცილებლობის არარსებობის მიუხედავად. აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ამზადებს აუცილებელ საპასუხო ზომებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აგრესიის ეს აქტები უპასუხოდ არ დარჩება“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ირანული დრონის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ზარქუა „ოპოზიციურ ალიანსზე“ - რა ცხრა პარტია? ჩვეულებრივი „ნაცმოძრაობაა“, რომელიც პატრონების დაკვეთით სხვადასხვა სახით იყო გაფენილი
ირაკლი ზარქუა - მზად ვართ, აშშ-თან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით
ნინო წილოსანი The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე: ეს სრული დეზინფორმაციაა - რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, რომ ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში საქართველო გახდეს ამ ცეცხლის ალის ნაწილი
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანზე დრონებით თავდასხმას უარყოფს
უნგრეთი მოსალოდნელი ტერორისტული საფრთხის გამო უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს
არქივი