ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანზე დრონებით თავდასხმას უარყოფს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 05 მარტი 2026, 15:22

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში უარყო ინფორმაცია, რომ ირანი აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტს დრონებით თავს დაესხა.

მისი განცხადებით, ირანი თავს ესხმის მხოლოდ სამხედრო ბაზებს, რომლებსაც აშშ და ისრაელი თეირანზე შეტევების განსახორციელებლად იყენებენ.

„ჩვენ მეზობელ ქვეყნებს არ ვუმიზნებთ. ირანის პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვუტევთ მხოლოდ მოწინააღმდეგის სამხედრო ბაზებს, აშშ-ისა და სიონისტური რეჟიმების ჩათვლით, რომლებიც მოქმედებენ რეგიონში და ირანის სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმებს ახორციელებენ. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ თუ რეგიონში არსებული ბაზები ირანზე თავდასხმისთვის გამოიყენება, ჩვენ მათ თავს დავესხმებით. ასეთია ჩვენი პოლიტიკა“, - განაცხადა მან.

მედიის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ნინო წილოსანი ხიდაშელის განცხადებაზე: იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს, საკუთარ ქვეყანას რისკები აარიდოს, არ გაეხვეს ცეცხლის ალში და აწარმოოს ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა - ამაზე პასუხს მოგვთხოვს ჩვენი პარტნიორი ამერიკა?
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ზარქუა „ოპოზიციურ ალიანსზე“ - რა ცხრა პარტია? ჩვეულებრივი „ნაცმოძრაობაა“, რომელიც პატრონების დაკვეთით სხვადასხვა სახით იყო გაფენილი
არქივი