ირაკლი ზარქუა - მზად ვართ, აშშ-თან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 05 მარტი 2026, 15:28

მზად ვართ, ამერიკასთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, მათ შორის, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ამისთვის კარგი იმპულსები გვაქვს, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, საკმაოდ მნიშვნელოვანი გზავნილები გაიცვალა.

„ბაიდენის ადმინისტრაციამ, საქართველოში ადგილობრივ უსამშობლოებთან ერთად, ყველაფერი გააკეთა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ჩიხში შესულიყო. მზად ვართ, ამერიკასთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. ამ თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანი გზავნილები გაიცვალა. შეხვედრა გაიმართა ენდრიუ ბეიკერთანაც, რომელიც ნაყოფიერი იყო. ყველა იმ გამოწვევაზე ითქვა, რაც საქართველოს აქვს. კარგი იმპულსები გვაქვს, რომ ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, მათ შორის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. მინდა, ამ უსამშობლოებს ვუთხრა – ერთი სიტყვა არ დაცდენიათ, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში დიდი გარღვევაა, პროცესი დინამიკურად ვითარდება და ორივე მხარე მზად ვართ, პროცესი თავიდან დავიწყოთ. ამ უსამშობლოებს ერთი ხმა არ ამოუღიათ. ვიდრე დელეგაცია წავიდოდა, ამბობდნენ, რომ რიგითებს ხვდებოდნენ და სახელმწიფო დეპარტამენტთან შეხვედრები არ იქნებოდა, მაგრამ ახლა ჩუმად არიან. ჩუმად იქნებიან, რადგან სხვა ქვეყნების ინტერესებს ატარებენ და საქართველოს მიერ გატარებული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად ჩირგვებში იქნებიან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა.

ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა. როგორც სამხარაძემ განაცხადა, შეხვედრაზე დაადასტურა მზაობა, დაიწყონ მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე.

ნიკოლოზ სამხარაძემ ასევე შეხვედრა გამართა აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან, ენდრიუ ბეიკერთან. როგორც სამხარაძემ აღნიშნა, შეხვედრის მთავარი თემა იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გამოსწორება, გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ნინო წილოსანი ხიდაშელის განცხადებაზე: იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს, საკუთარ ქვეყანას რისკები აარიდოს, არ გაეხვეს ცეცხლის ალში და აწარმოოს ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა - ამაზე პასუხს მოგვთხოვს ჩვენი პარტნიორი ამერიკა?
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ზარქუა „ოპოზიციურ ალიანსზე“ - რა ცხრა პარტია? ჩვეულებრივი „ნაცმოძრაობაა“, რომელიც პატრონების დაკვეთით სხვადასხვა სახით იყო გაფენილი
არქივი