38
05 მარტი 2026, 16:26
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიას (IHRC Corporation/ინტერპოლის ცენტრი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის (IHRC Corporation/ინტერპოლის ცენტრი) გენერალურმა მდივანმა რაფალ მარცინ ვასიკმა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს არსებული ურთიერთთანამშრომლობის უფრო გაღრმავებას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა მხარდაჭერას და მათთვის ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებას.
შეხვედრის დასასრულს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის (IHRC Corporation/ინტერპოლის ცენტრი) გენერალურ მდივანს რაფალ მარცინ ვასიკს წარმატებული ურთიერთთანამშრომლობისა და გაწეული თანადგომისთვის მადლობის სიგელი და სამახსოვრო ჯილდო გადასცა.
„მადლობას ვუხდი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიას (IHRC Corporation/ინტერპოლის ცენტრი) პარტნიორობისა და მუდმივი თანადგომისთვის. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული შეთანხმება კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, ერთობლივი ძალისხმევით ვუპასუხოთ აფხაზეთის მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს.“ - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |