ნინო წილოსანი ხიდაშელის განცხადებაზე: იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს, საკუთარ ქვეყანას რისკები აარიდოს, არ გაეხვეს ცეცხლის ალში და აწარმოოს ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა - ამაზე პასუხს მოგვთხოვს ჩვენი პარტნიორი ამერიკა?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 05 მარტი 2026, 16:29

რამდენ ესეთ თანამედროვე ორჯონიკიძეს უნდა გაუძლოს ჩვენმა სამშობლომ და როგორ შეიძლება, რომ ასეთი მოღალატეებისგან კანონი არ იცავდეს ქვეყანას?! - წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ოპოზიციის ლიდერის, თინა ხიდაშელის იმ განცხადების შესახებ, რომელმაც თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დასრულების შემდეგ, ამერიკელები აუცილებლად მოიკითხავენ, რომელი ქვეყანა ვის მხარეს იყო და როგორ იქცეოდა ამ კონფლიქტის დროს.

წილოსანს ეჭვი არ ეპარება, რომ ამისთვის აქტიურად იმუშავებენ თინა ხიდაშელის მაგვარი დეზინფორმატორი აგენტები, რომლებიც დაწერენ, რომ საქართველო რუსეთის სანქციების თავის არიდების ადგილია და ასე შემდეგ.

„თუ რატომ ვუწოდებთ მათ ქვეყნის მოღალატეებს, თინა ხიდაშელის ამ განცხადებაშიც კარგად ჩანს…

ანუ იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს, საკუთარ ქვეყანას რისკები აარიდოს, არ გაეხვეს ცეცხლის ალში და აწარმოოს ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა, თურმე ამაზე პასუხს მოგვთხოვს ჩვენი პარტნიორი ამერიკა?

ეჭვიც არ გვეპარება, რომ ამისთვის აქტიურად იმუშავებენ თინა ხიდაშელის მაგვარი დეზინფორმატორი აგენტები, რომლებიც დაწერენ, რომ საქართველო რუსეთის სანქციების თავის არიდების ადგილია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა; რომ ანძის განათება, რომელიც პროტოკოლური პროცესია, ნიშნავს, საქართველომ დასავლურ ღირებულებებს უღალატა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რამდენ ასეთ თანამედროვე ორჯონიკიძეს უნდა გაუძლოს ჩვენმა სამშობლომ და როგორ შეიძლება, რომ ასეთი მოღალატეებისგან კანონი არ იცავდეს ქვეყანას?!“ - წერს წილოსანი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ზარქუა „ოპოზიციურ ალიანსზე“ - რა ცხრა პარტია? ჩვეულებრივი „ნაცმოძრაობაა“, რომელიც პატრონების დაკვეთით სხვადასხვა სახით იყო გაფენილი
არქივი