აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებას პასუხობს. უწყებაში აცხადებენ, რომ ირანის განცხადება მიუღებელია.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადება, რომ ის პატივს სცემს ყველა ქვეყნის, განსაკუთრებით მუსლიმური და მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტს და უარყოფს ირანის მიერ დღეს აზერბაიჯანის წინააღმდეგ განხორციელებულ დრონებით თავდასხმებს, არანაირად არ არის მისაღები.
ტექნიკურმა საშუალებებმა დაადასტურა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 4 უპილოტო საფრენი აპარატი მიმართული იყო აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონის წინააღმდეგ. ერთ-ერთი მათგანი აზერბაიჯანის არმიამ გაანეიტრალა, დანარჩენების მიზანში კი იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, საშუალო სკოლის შენობა სასწავლო საათებში.
საბედნიეროდ, უპილოტო საფრენმა აპარატმა, რომელიც სკოლისკენ მიემართებოდა, მიზანს ვერ მიაღწია, შენობის მახლობლად ჩამოვარდა და აფეთქდა. ველით, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები დაუყოვნებლივ შეწყვეტენ უარყოფას, ბოდიშს მოიხდიან ინციდენტისთვის და ირანის შესაბამისი ორგანოები დასჯიან პასუხისმგებელ პირებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |