საქართველოს საგარეო უწყება - ვგმობთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას, რომლის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე მოქალაქე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 05 მარტი 2026, 19:33

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას, რომლის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ნორმებს და მიმართულია რეგიონში ვითარების ესკალაციისკენ.

„საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მტკიცე მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, საქართველო გამოხატავს სოლიდარობას მოძმე აზერბაიჯანის მიმართ ამ რთულ ვითარებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს მედიით გაავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქ ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე ირანული დრონი აფეთქდა. ადგილობრივი მედიის თანახმად, კიდევ ერთი დრონი სოფელ შეკარაბადში შეფრინდა.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა. ირანმა აზერბაიჯანზე დრონებით თავდასხმა უარყო.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის წინააღმდეგ უსაფუძვლო ტერორისტული აქტი და აგრესია უწოდა. ალიევმა აღნიშნა, რომ „ტერორისტულ აქტში დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
BILD: ფრენები ახლო აღმოსავლეთიდან - გერმანელმა ტურისტებმა გადარჩენისთვის ერთ ადამიანზე 500 ევრო უნდა გადაიხადონ
ნიკოლოზ სამხარაძე: მოხარული ვარ, რომ სიტყვით გამოვედი „სუვერენულ ერთა ალიანსის“ მიერ ორგანიზებულ ენერგოდამოუკიდებლობის პანელზე და აღვწერე ჩვენი სტრატეგიული როლი აზიასა და ევროპას შორის ენერგო ტრანზიტის პროცესში
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა
ჯაბა ხუბუა: ტაივანის ფონდებიდან დაფინანსებული თინა ხიდაშელის ანტისახელმწიფოებრივად პროვოკაციული განცხადება პირდაპირ ემსახურება იმას, რომ ახლო აღმოსავლეთში აგიზგიზებული ომის ხანძარი საქართველოს გადმოსწვდეს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - დადგინდა, რომ 4 დრონი ნახიჩევანის მიმართულებით ირანის მიერ იქნა გაშვებული
არქივი