ხამენეის ვაჟი ჩემთვის მიუღებელია - მე პირადად უნდა ვიყო ჩართული ირანის ახალი ლიდერის დანიშვნის პროცესში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 05 მარტი 2026, 20:35

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა AXIOS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი პირადად უნდა იყოს ჩართული ირანის შემდეგი ლიდერის შერჩევაში - ზუსტად ისევე, როგორც ეს ვენესუელის შემთხვევაში იყო.

ტრამპმა აღიარა, რომ მოკლული უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი, ყველაზე სავარაუდო მემკვიდრეა, თუმცა იქვე მკაფიოდ განმარტა, რომ მისთვის ეს შედეგი მიუღებელია.

„ისინი დროს ტყუილად კარგავენ. ხამენეის ვაჟი სუსტი ფიგურაა. მე პირადად უნდა ვიყო ჩართული დანიშვნის პროცესში, ისევე როგორც დელსი [როდრიგესის] შემთხვევაში ვენესუელაში“, - განაცხადა ტრამპმა.

მან დასძინა, რომ უარს ამბობს ირანის ისეთი ახალი ლიდერის აღიარებაზე, რომელიც ხამენეის პოლიტიკას გააგრძელებს, რადგან მისი თქმით, ეს აშშ-ს „ხუთ წელიწადში“ ისევ ომისკენ უბიძგებს.

„ხამენეის ვაჟი ჩემთვის მიუღებელია. ჩვენ გვსურს ვინმე ისეთი, ვინც ირანში ჰარმონიასა და მშვიდობას მოიტანს“, - განაცხადა ტრამპმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
BILD: ფრენები ახლო აღმოსავლეთიდან - გერმანელმა ტურისტებმა გადარჩენისთვის ერთ ადამიანზე 500 ევრო უნდა გადაიხადონ
ნიკოლოზ სამხარაძე: მოხარული ვარ, რომ სიტყვით გამოვედი „სუვერენულ ერთა ალიანსის“ მიერ ორგანიზებულ ენერგოდამოუკიდებლობის პანელზე და აღვწერე ჩვენი სტრატეგიული როლი აზიასა და ევროპას შორის ენერგო ტრანზიტის პროცესში
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა
ჯაბა ხუბუა: ტაივანის ფონდებიდან დაფინანსებული თინა ხიდაშელის ანტისახელმწიფოებრივად პროვოკაციული განცხადება პირდაპირ ემსახურება იმას, რომ ახლო აღმოსავლეთში აგიზგიზებული ომის ხანძარი საქართველოს გადმოსწვდეს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - დადგინდა, რომ 4 დრონი ნახიჩევანის მიმართულებით ირანის მიერ იქნა გაშვებული
არქივი