BILD: ფრენები ახლო აღმოსავლეთიდან - გერმანელმა ტურისტებმა გადარჩენისთვის ერთ ადამიანზე 500 ევრო უნდა გადაიხადონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 05 მარტი 2026, 22:16
გერმანული გამოცემის, BILD-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, გერმანელმა ტურისტებმა, რომლებიც გერმანიის მთავრობის მიერ ახლო აღმოსავლეთიდან დანიშნული ჩარტერული თვითმფრინავებით ევაკუირდებიან, გადარჩენისთვის ერთ ადამიანზე 500 ევრო უნდა გადაიხადონ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფასი შეესაბამება ბაზარზე არსებულ ეკონომ კლასის სტანდარტულ ბილეთს. 

გერმანიის მთავრობის მიერ ორგანიზებული პირველი საევაკუაციო რეისი ოთხშაბათს, დილის 7:39 საათზე დაეშვა - ბორტზე იმყოფებოდნენ გერმანელები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ომის გამო ჩარჩენილები იყვნენ. Lufthansa Airbus A340-300 წინა საღამოს, ომანის დედაქალაქ მასკატიდან აფრინდა.

LH345 სპეციალურ რეისზე გერმანიის მთავრობის მიერ შერჩეული განსაკუთრებით მოწყვლადი ადამიანები იყვნენ. „ხანდაზმულები, ავადმყოფები, დასუსტებულები, ორსული ქალები და ბავშვები“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეპულმა  WELT TV-ზე. მან Instagram-ზე დაწერა: „გუშინ ღამით, მასკატიდან ფრანკფურტში ჩვენ მიერ ორგანიზებული Lufthansa-ს სპეციალური რეისი გაფრინდა, ბორტზე 250-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. შემდგომი რეისები უკვე დაგეგმილია“.

გამოცემის ცნობით, მოქალაქეებს დაბრუნება შესაძლოა, ძვირი დაუჯდეთ.

"რაც აქამდე უცნობი იყო და რაც ახლა BILD-მა შეიტყო, არის ის, რომ მოქალაქეების რეპატრიაცია უფასო არ ყოფილა. დამსვენებლებს ბილეთებში ერთ ადამიანზე 500 ევროს გადახდა უწევდათ. ოჯახის შემთხვევაში, ეს ფასი სწრაფად იზრდება და ათასობით ფუნტს აღწევს," - აღნიშნულია სტატიაში.

BILD-ის ინფორმაციით, სხვა ევროპული ქვეყნების მიმოხილვა აჩვენებს, რომ გერმანელები არ არიან ერთადერთი, ვისაც ფრენის საფასურის გადახდა უწევს. მაგალითად, ფინეთი ორგანიზებას უწევს ფრენას მასკატიდან (ომანი) ჰელსინკიში. ფინელებს, რომლებსაც სურთ საშიში სპარსეთის ყურის რეგიონის დატოვება, შეუძლიათ ბილეთების შეძენა საკუთარი ხარჯებით. ჩარტერული ფრენის ფასი ერთ ადამიანზე დაახლოებით 2300 ევროა. ფინეთის საკონსულო მომსახურების გენერალურმა დირექტორმა განაცხადა: „სამინისტრო აცნობიერებს, რომ ბილეთები ძვორია."
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ფონზე ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთ ფაქტორად იქცევა
Reuters: ინდური ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები რუსულ ნავთობს დაჩქარებული წესით ყიდულობენ, რადგან ირანის კონფლიქტმა ახლო აღმოსავლეთში მომარაგების დეფიციტი შექმნა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა
ნიკოლოზ სამხარაძე: სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაზე ვისაუბრე საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაზე. განსაკუთრებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. გვქონდა საუბარი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის საკითხებზეც
ნახიჩევანში დრონებით შეტევასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი მქონდა ილჰამ ალიევთან, ჩვენ დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა და ხაზი გავუსვით რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას
არქივი