ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საუბრისას დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიოტობა და ხაზი გაუსვეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.
„ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. გამოვთქვი საქართველოს სოლიდარობა და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვე. ჩვენ დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიოტობა და ხაზი გავუსვით რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას“, - აღნიშნავს პრემიერი.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |