დავით ქართველიშვილი: საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ფონზე ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთ ფაქტორად იქცევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 05 მარტი 2026, 23:26
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაციასა და ირანსა და ამერიკულ ინტერესებს შორის დაპირისპირების ფონზე საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

ანალიტიკოსის თქმით, ევრაზიული ლოჯისტიკის რუკაზე საქართველო მნიშვნელოვან სატრანზიტო კვანძს წარმოადგენს და სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ ქვეყნის დესტაბილიზაცია საერთაშორისო სავაჭრო სისტემაზეც აისახება.

„ქართული რადიკალური „ოპოზიციისთვის“ შეიძლება პარადოქსულად ჩანდეს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მკვეთრი ესკალაციის პირობებში და ირანსა და ამერიკულ ინტერესებს შორის დაპირისპირების ფონზე ირანული წყაროებიდან ისმის სიგნალები, თითქოს შესაძლო საპასუხო მოქმედებები საქართველოს არ შეეხება. თუმცა, თუ ემოციებს გვერდზე გადავდებთ და ევრაზიული ლოჯისტიკის რუკას შევხედავთ, სურათი უფრო ნათელი ხდება: საქართველო არაა მხოლოდ რიგითი კავკასიური ქვეყანა — ის არის „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვანი სატრანზიტო კვანძი აზიასა და ევროპას შორის, რომლის გავლითაც გადის სარკინიგზო და საზღვაო მარშრუტები, რომლებიც კასპიის ზღვას შავ ზღვასთან და შემდგომ ევროპულ ბაზრებთან აკავშირებს.

ამ ტერიტორიის ნებისმიერი დესტაბილიზაცია ავტომატურად აყენებს საფრთხის ქვეშ საერთაშორისო სავაჭრო ნაკადების მთელ სისტემას. სწორედ აქ გამოდის პირველ პლანზე ჩინეთის ფაქტორი და მისი გლობალური ინფრასტრუქტურული პროექტი — Belt and Road Initiative. პეკინი ქმნის ევროპასთან დაკავშირების რამდენიმე ალტერნატიულ გზას, ხოლო ე.წ. „შუა დერეფანი“ (ყაზახეთი, კასპიის ზღვა, აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი) ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად ყალიბდება. ამ ჯაჭვში საქართველო ფაქტობრივად ერთადერთი კარიბჭეა შავი ზღვის მიმართულებით. ამ წერტილის დესტაბილიზაცია ნიშნავს დარტყმას ჩინეთის ინტერესებზე, რომელიც დღეს ირანის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური პარტნიორია.

სწორედ ამიტომ თეირანის სტრატეგიულ ლოგიკაში ჩნდება არაფორმალური პრინციპი — არ დაირღვეს ის ინფრასტრუქტურული მარშრუტები, რომლებიც პეკინისთვის მნიშვნელოვანია. 2021 წელს ჩინეთსა და ირანს შორის გრძელვადიანი სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ამ ქვეყნების ინტერესები ტრანსპორტისა და ენერგეტიკული ლოჯისტიკის სფეროში კიდევ უფრო გადაიკვეთა. კავკასიის სატრანზიტო სტაბილურობის დარღვევა ირიბად ნიშნავს დარტყმას ჩინეთის პროექტებზე და, შესაბამისად, ირანის მთავარი ეკონომიკური პარტნიორის ინტერესებზე.

შედეგად ყალიბდება იშვიათი გეოპოლიტიკური კონფიგურაცია: საქართველოს სტაბილურობა ობიექტურად ხელს აძლევს ერთდროულად რამდენიმე მსოფლიო ძალას — ჩინეთიდან დასავლეთამდე. პეკინისთვის ეს არის უსაფრთხო სავაჭრო დერეფანი, ვაშინგტონისთვის — ენერგეტიკული და სატრანსპორტო ალტერნატიული გზა, ხოლო ირანისთვის — მისი მთავარი ეკონომიკური პარტნიორის ინფრასტრუქტურული ეკოსისტემის ნაწილი. სწორედ ამიტომ ახლო აღმოსავლეთის ქარიშხლების ფონზე საქართველო შესაძლოა დარჩეს ერთგვარ „სტრატეგიული ხელშეუხებლობის ზონად“. სწორედ ეს გარემოება აგიჟებს ერთ პოლიტიკურ საგიჟეთში გაერთიანებულ ქართულ „ოპოზიციის ალიანსს,“ — წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი გოგავა: მშვიდობა, რომ გაქვს თითქოს გგონია, რომ ეს ნაჩუქარია, ამ დროს ეს ყველაზე დიდი გამარჯვებაა, ამიტომ აქ არსებულ მყიფე მშვიდობას უნდა გავუფრთხილდეთ
ლევან მახაშვილი: აშშ-სთან ურთიერთობებში პოზიტიური დინამიკა ცალსახაა. მიუხედავად მცდელობისა, რომ ეს პროცესი დააზიანონ და ძირშივე წარუმატებელი გახადონ, წარმატებით გავალთ ბოლომდე
ეკა სეფაშვილი სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაზე: საუბარი შეეხო, როგორ იცავენ ქვეყნები თავიანთ სუვერენულ უფლებებს. იმას, რომ თვითონ ხალხის მოთხოვნების შესაბამისად გადაწყვიტონ შიდა პოლიტიკური საკითხები
ეკა სეფაშვილი აშშ-ში ვიზიტზე: ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისაკენ, რომ საქართველოს-აშშ-ს შორის ურთიერთობები გადავიდეს უფრო პოზიტიურ დინამიკაში და დავიწყოთ ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებისთვის მზადება
ირაკლი გოგავა: მსოფლიო ომების ეპოქაში შევიდა
არქივი