ლევან მახაშვილი: საქართველოს ხელისუფლება იაზრებს იმ საფრთხეებს, რაც ახლავს ამ გეოპოლიტიკურ ომს ჩვენს რეგიონში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 06 მარტი 2026, 00:13

აქამდე გვეგონა, რომ გეოპოლიტიკური გადაადგილების მთავარ სცენარს ვუყურებდით, თუმცა როგორც ჩანს აქამდე პრელუდიას ვუყურებდით და საჭადრაკო დაფაზე მთავარი გადაადგილებები ახლა მიმდინარეობს, მთავარი ფიგურები ჯერ წასაქცევია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოება ხედავს, რომ რეგიონში დენთის სუნი დგას და დომინოს ეფექტის გამოწვევა შეუძლია ნებისმიერ ნაპერწკალს.

„ქვეყანას აქვს ორი არჩევანი, სხვა გზა ფიზიკურად არ არსებობს. ერთი არის ომის, რომელიმე მხარის არჩევა და პაიკად გახდომა ამ საჭადრაკო დაფაზე. მეორე არის მაქსიმალურად გააზრება იმ საფრთხეების და რისკების რაც მომდინარეობს და მაქსიმალურად მშვიდობიანად რეაგირება ამ პროცესებზე. სწორედ ამას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იაზრებს იმ საფრთხეებს რაც ახლავს ამ გეოპოლიტიკურ ომს ჩვენს რეგიონში. საქართველოდან ბრიუსელამდე არის არის 3 200 კილომეტრი ცით გზა, საქართველოდან თეირანამდე არის 900 კილომეტრი მხოლოდ, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრიდან საქართველოს საზღვრამდე არის იგივე მანძილი, რაც თბილისიდან ხაშურამდე, ფაქტობრივად აქვე ყურისძირშია ეს ომი და ნებისმიერმა ნაპერწკალმა შეიძლება ააფეთქოს ეს პროცესი“, - განაცხადა მახაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი გოგავა: მშვიდობა, რომ გაქვს თითქოს გგონია, რომ ეს ნაჩუქარია, ამ დროს ეს ყველაზე დიდი გამარჯვებაა, ამიტომ აქ არსებულ მყიფე მშვიდობას უნდა გავუფრთხილდეთ
ლევან მახაშვილი: აშშ-სთან ურთიერთობებში პოზიტიური დინამიკა ცალსახაა. მიუხედავად მცდელობისა, რომ ეს პროცესი დააზიანონ და ძირშივე წარუმატებელი გახადონ, წარმატებით გავალთ ბოლომდე
ეკა სეფაშვილი სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაზე: საუბარი შეეხო, როგორ იცავენ ქვეყნები თავიანთ სუვერენულ უფლებებს. იმას, რომ თვითონ ხალხის მოთხოვნების შესაბამისად გადაწყვიტონ შიდა პოლიტიკური საკითხები
ეკა სეფაშვილი აშშ-ში ვიზიტზე: ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისაკენ, რომ საქართველოს-აშშ-ს შორის ურთიერთობები გადავიდეს უფრო პოზიტიურ დინამიკაში და დავიწყოთ ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებისთვის მზადება
ირაკლი გოგავა: მსოფლიო ომების ეპოქაში შევიდა
არქივი