7
06 მარტი 2026, 00:33
მსოფლიო ომების ეპოქაში შევიდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას.
მისივე თქმით, ამის მიზეზი საერთაშორისო წესრიგის მოშლაა.
„მსოფლიო ომების ეპოქაში შევიდა, იმიტომ, რომ საერთაშორისო წესრიგი მოიშალა, ახალი ჯერ არ არის და ახლისკენ სვლა სულ ასეთი ომებით არის დახუნძლული“, - აღნიშნა გოგავამ.
პოლიტოლოგი პროცესების შემდგომ ესკალაციას არ გამორიცხავს.
„საერთაშორისო სამართალი არ მუშაობს, დაირღვა ყველა ნორმა. აქ ისეთი სიტუაციაა, როცა არც ერთი მხარე ანგელოზი არ არის, რთული საკითხია და ამას ამძაფრებს რელიგიური ქვეტექსტები. სამწუხაროდ, ესკალაცია ალბათ მოხდება. ვნახეთ, რომ უფრო ახლოს მოდის აქეთ, ნახიჩევანზე დარტყმა, შეიძლება აზერბაიჯანიც ამ სპირალში შევიდეს“, - აღნიშნა ირაკლი გოგავამ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |