ეკა სეფაშვილი აშშ-ში ვიზიტზე: ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისაკენ, რომ საქართველოს-აშშ-ს შორის ურთიერთობები გადავიდეს უფრო პოზიტიურ დინამიკაში და დავიწყოთ ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებისთვის მზადება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 06 მარტი 2026, 00:36

ეს არის პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისაკენ, რომ საქართველოს და აშშ-ს შორის ურთიერთობები გადავიდეს უფრო პოზიტიურ დინამიკაში და რეალურად დავიწყოთ ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებისთვის მზადება, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, კითხვები, რომელიც შეხვედრებისას დაისვა მიანიშნებს იმაზე, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას აინტერესებს რეალური ინფორმაცია.

„ვიზიტი, რომელიც მიმდინარეობს აშშ-ში გამოირჩევა იმით, რომ ყველა შეხვედრა წარიმართა თბილ და მეგობრულ გარემოში. იყო შეხვედრები, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში - თეთრი სახლის წარმომადგენლებთან, ასევე, კონგრესის, სენატის წარმომადგენლებთან, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და აშკარად იგრძნობა ინტერესი, რაც გამოსჭვივის მათ კითხვებში. მათ აინტერესებთ ისეთი საკითხები, რომლებზეც ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს შესახებ ვრცელდება დეზინფორმაცია. ვთვლი, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწორედ ამ კითხვებს გვისვამენ, რადგან აინტერესებთ რეალური ინფორმაცია.

ვფიქრობ, ეს არის პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისაკენ, რომ საქართველოს და აშშ-ს შორის ურთიერთობები გადავიდეს უფრო პოზიტიურ დინამიკაში და რეალურად დავიწყოთ ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებისთვის მზადება, რამაც საფუძველი უნდა დაუდოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას, რომელიც პირველ რიგში ეფუძნება ღირებულებით ერთობას და რა თქმა უნდა პრაგმატულ ეკონომიკურ ინტერესებს, რომელიც უნდა აისახოს მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობაში“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი გოგავა: მშვიდობა, რომ გაქვს თითქოს გგონია, რომ ეს ნაჩუქარია, ამ დროს ეს ყველაზე დიდი გამარჯვებაა, ამიტომ აქ არსებულ მყიფე მშვიდობას უნდა გავუფრთხილდეთ
ლევან მახაშვილი: აშშ-სთან ურთიერთობებში პოზიტიური დინამიკა ცალსახაა. მიუხედავად მცდელობისა, რომ ეს პროცესი დააზიანონ და ძირშივე წარუმატებელი გახადონ, წარმატებით გავალთ ბოლომდე
ეკა სეფაშვილი სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაზე: საუბარი შეეხო, როგორ იცავენ ქვეყნები თავიანთ სუვერენულ უფლებებს. იმას, რომ თვითონ ხალხის მოთხოვნების შესაბამისად გადაწყვიტონ შიდა პოლიტიკური საკითხები
ირაკლი გოგავა: მსოფლიო ომების ეპოქაში შევიდა
ლევან მახაშვილი: სიმართლის მოლაპარაკე მედიები კი არ უნდა დაასანქცირონ და შეეცადონ მათ შეზღუდვას, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების დაპირებები აუსრულონ და ამით შეძლებენ უკრაინის დახმარებას
არქივი