ლევან მახაშვილი: აშშ-სთან ურთიერთობებში პოზიტიური დინამიკა ცალსახაა. მიუხედავად მცდელობისა, რომ ეს პროცესი დააზიანონ და ძირშივე წარუმატებელი გახადონ, წარმატებით გავალთ ბოლომდე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 06 მარტი 2026, 00:44

პოზიტიური დინამიკა ცალსახაა. საზოგადოება ხედავს უკვე რამდენიმე თვეა სხვადასხვა სექტორში, სხვადასხვა მიმართულებით პოზიტიურ დინამიკას და მიუხედავად მცდელობისა, რომ ეს პროცესი დააზიანონ და ძირშივე წარუმატებელი გახადონ, წარმატებით გავალთ ბოლომდე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

დეპუტატმა აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა.

„ფაქტობრივად დღეს თავიდან ვაშენებთ ორმხრივ ურთიერთობებს [აშშ-სთან] და ამ [საპარლამენტო დელეგაციის] ვიზიტის მთავარი არსიც სწორედ ეს იყო, რომ ჩვენი სათქმელი გვეთქვა, პოზიცია დაგვენახებინა. აქ რომ ზოგიერთები ტყუილებს და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, სწორედ ამაზეც იყო საუბარი, რეალურად რა ხდებოდა. ასევე გვინდა ამერიკელებისგან მოვისმინოთ როგორ ხედავენ ამ პროცესებს და წარმოუდგენიათ ურთიერთობების გადატვირთვა. ამ მხრივ სასიკეთო ვიზიტი იყო. დაბრუნდება ჩვენი დელეგაცია, გვექნება შიდა დისკუსიები, რა შემდგომი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ამ მიმართულებით. პოზიტიური დინამიკა ცალსახაა. საზოგადოება ხედავს უკვე რამდენიმე თვეა სხვადასხვა სექტორში, სხვადასხვა მიმართულებით პოზიტიურ დინამიკას და მიუხედავად მცდელობისა, რომ ეს პროცესი დააზიანონ და ძირშივე წარუმატებელი გახადონ, წარმატებით გავალთ ბოლომდე“, - აღნიშნა მახაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი გოგავა: მშვიდობა, რომ გაქვს თითქოს გგონია, რომ ეს ნაჩუქარია, ამ დროს ეს ყველაზე დიდი გამარჯვებაა, ამიტომ აქ არსებულ მყიფე მშვიდობას უნდა გავუფრთხილდეთ
ეკა სეფაშვილი სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაზე: საუბარი შეეხო, როგორ იცავენ ქვეყნები თავიანთ სუვერენულ უფლებებს. იმას, რომ თვითონ ხალხის მოთხოვნების შესაბამისად გადაწყვიტონ შიდა პოლიტიკური საკითხები
ეკა სეფაშვილი აშშ-ში ვიზიტზე: ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისაკენ, რომ საქართველოს-აშშ-ს შორის ურთიერთობები გადავიდეს უფრო პოზიტიურ დინამიკაში და დავიწყოთ ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებისთვის მზადება
ირაკლი გოგავა: მსოფლიო ომების ეპოქაში შევიდა
ლევან მახაშვილი: სიმართლის მოლაპარაკე მედიები კი არ უნდა დაასანქცირონ და შეეცადონ მათ შეზღუდვას, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების დაპირებები აუსრულონ და ამით შეძლებენ უკრაინის დახმარებას
არქივი