გია აბაშიძე: წარსულში საქართველოს მმართველი პარტიის კრიტიკოსმა სენატორმა მალინმა მისი პოზიციის შეცვლა პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან უკეთესი ურთიერთობით ახსნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 06 მარტი 2026, 11:26

საქართველოზე ამერიკული სანქციების მოწინააღმდეგე, ე.წ. „მეგობარი აქტის“ მთავარი დამბლოკავი, სენატორი მარკუეინ მალინი აშშ-ის შიდა უსაფრთხოების (DHS) ახალი მინისტრი იქნება. კიდევ ერთი ალიყური ანტიქართულ ტოქსიკურ ძალებს. DHS-ის აწ უკვე მოხსნილი ხელმძღვანელი კრისტი ნოემი სხვა, რანგით დაბალ თანამდებობას დაიკავებს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, სენატორი, რომელიც წარსულში საქართველოს მმართველი გუნდის კრიტიკით გამოირჩეოდა, საკუთარი პოზიციის ცვლილებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ჩამოყალიბებულ უფრო აქტიურ კომუნიკაციასა და ურთიერთობებს უკავშირებს.

„საქართველოზე ამერიკული სანქციების მოწინააღმდეგე, ე.წ. „მეგობარი აქტის“ მთავარი დამბლოკავი, სენატორი მარკუეინ მალინი აშშ-ის შიდა უსაფრთხოების (DHS) ახალი მინისტრი იქნება. კიდევ ერთი ალიყური ანტიქართულ ტოქსიკურ ძალებს. DHS-ის აწ უკვე მოხსნილი ხელმძღვანელი კრისტი ნოემი სხვა, რანგით დაბალ თანამდებობას დაიკავებს.

ჯერ კიდევ 2025-ის სექტემბერში, ოკლაჰომელი რესპუბლიკელი სენატორი მარკუეინ მალინი ეწინააღმდეგებოდა ე.წ. „მეგობარი აქტის“ მიღებას, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებდა.

აგვისტოს მიწურულს, მალინმა მოახერხა სენატის უმრავლესობის ლიდერის, რესპუბლიკელი ჯონ ტუნის დარწმუნება, რომ ხსენებული სამარცხვინო აქტი „თავდაცვის ავტორიზაციის აქტის“ პაკეტიდან ამოეღოთ. აქტივობა საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ დასრულდა.

მანამდე, მალინმა ასევე დაბლოკა სენატში კანონპროექტის განხილვის გარეშე მიღების მოთხოვნა. წარსულში საქართველოს მმართველი პარტიის კრიტიკოსმა სენატორმა მალინმა მისი პოზიციის შეცვლა პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან უკეთესი ურთიერთობით ახსნა.

აღსანიშნავია, რომ დეკემბერში, აშშ-ში საქართველოს ელჩის, თამარ ტალიაშვილისა და სენატორ მალინის შეხვედრისას ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განმტკიცების პერსპექტივები განიხილეს.“ - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პიტერ სიიარტო: დაუყოვნებლივ ვითხოვთ პასუხებს კიევისგან უნგრეთის გავლით დიდძალი ნაღდი ფულის გადატანასთან დაკავშირებით, რაც უკრაინულ მაფიასთან შესაძლო კავშირების შესახებ სერიოზულ კითხვებს ბადებს
ცოტნე ანანიძე: ვიზალიბერალიზაციის თემით მანიპულირება და ხალხის დაშინება ოპოზიციას ბუმერანგივით დაუბრუნდება
ნიკოლ ფაშინიანი - არ მახსოვს მეთქვას, რომ ჩვენ დასავლეთისკენ მივემართებით, მე ჩვეულებრივ ვამბობ, რომ არსად მივდივართ
უნგრეთში აცხადებენ, რომ ბუდაპეშტში ინკასაციის მანქანების და უკრაინული სახელმწიფო ბანკის თანამშრომელთა დაკავება ფულის სავარაუდო გათეთრებას უკავშირდება
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თავის მოქალაქეებს თავი შეიკავონ უნგრეთში გამგზავრებისგან
არქივი