სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 06 მარტი 2026, 11:28

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად,
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.

მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების
უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა. დაკავებულებს შორის
არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების
ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ
მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის:
„მეთადონი“, ,,ბუპრენორფინის" შემცველი 112 აბი და „მარიხუანა“.

დაკავებულებს შორის არიან პირები, რომელთა მხილების მიზნით, პოლიციამ მათ
სახელზე გამოგზავნილი ამანათის ჩანაცვლება განხორციელა და განსაკუთრებით
დიდი ოდენობით ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველების მიერ
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულების დანაშაულებრივი
ქმედება დადასტურდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 19-260-ე
მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პიტერ სიიარტო: დაუყოვნებლივ ვითხოვთ პასუხებს კიევისგან უნგრეთის გავლით დიდძალი ნაღდი ფულის გადატანასთან დაკავშირებით, რაც უკრაინულ მაფიასთან შესაძლო კავშირების შესახებ სერიოზულ კითხვებს ბადებს
ცოტნე ანანიძე: ვიზალიბერალიზაციის თემით მანიპულირება და ხალხის დაშინება ოპოზიციას ბუმერანგივით დაუბრუნდება
ნიკოლ ფაშინიანი - არ მახსოვს მეთქვას, რომ ჩვენ დასავლეთისკენ მივემართებით, მე ჩვეულებრივ ვამბობ, რომ არსად მივდივართ
უნგრეთში აცხადებენ, რომ ბუდაპეშტში ინკასაციის მანქანების და უკრაინული სახელმწიფო ბანკის თანამშრომელთა დაკავება ფულის სავარაუდო გათეთრებას უკავშირდება
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თავის მოქალაქეებს თავი შეიკავონ უნგრეთში გამგზავრებისგან
არქივი