უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თავის მოქალაქეებს თავი შეიკავონ უნგრეთში გამგზავრებისგან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 06 მარტი 2026, 15:16

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თავის მოქალაქეებს თავი შეიკავონ უნგრეთში გამგზავრებისგან.

როგორც უკრაინის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რეკომენდაცია მას შემდეგ გაიცა, რაც უნგრეთში უკრაინის სახელმწიფო ბანკის, „ოშჩადბანკის“ შვიდი თანამშრომელი და ორი დაჯავშნილი საინკასაციო ავტომობილი, რომლებითაც ფული და ოქრო გადაჰქონდათ, დააკავეს.

„ბუდაპეშტში უკრაინის შვიდი მოქალაქის გატაცებისა და სახელმწიფო ბანკის ქონების ხელში ჩაგდების გამო, საგარეო საქმეთა სამინისტრო ურჩევს უკრაინის მოქალაქეებს თავი შეიკავონ უნგრეთში მოგზაურობისგან იმიტომ, რომ უნგრეთის ხელისუფლების თვითნებური მოქმედებების გამო, მათი უსაფრთხოების დაცვა შეუძლებელია“, - აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყება აგრეთვე მოუწოდებს ევროპულ და უკრაინულ ბიზნესს ყურადღება მიაქციოს უნგრეთის ტერიტორიაზე არსებულ თვითნებობას და გაითვალისწინოს რისკები ნებისმიერი საქმიანი აქტივობის დროს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირანზე თავდასხმების შედეგად დაღუპულთა შორის 200 არასრულწლოვანია
თეთრი სახლის სპიკერი: ირანის წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციის ფარგლებში დასახული მიზნების მისაღწევად ოთხიდან ექვს კვირამდე იქნება საჭირო
ბაქო ირანს აზერბაიჯანში ტერაქტების მომზადებაში ადანაშაულებს - დაკავებულია რვა პირი
აზერბაიჯანის სუს-ში აცხადებენ, რომ აღკვეთეს ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ დაგეგმილი ტერორისტული პროვოკაციები, მათ შორის ბაქო-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმა
ისრაელის თავდაცვის ძალები - დღის განმავლობაში დასავლეთ ირანში 400-ზე მეტ სამხედრო სამიზნეს დავარტყით
არქივი