ისრაელის თავდაცვის ძალები - დღის განმავლობაში დასავლეთ ირანში 400-ზე მეტ სამხედრო სამიზნეს დავარტყით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 06 მარტი 2026, 22:07

დღის განმავლობაში დასავლეთ ირანში 400-ზე მეტ სამხედრო სამიზნეს დავარტყით, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დასავლეთ ირანში დღეს განხორციელებული დარტყმების სამიზნეებს შორის ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები და დრონების საწყობები იყო.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე ირანში 300-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტის გამშვები დანადგარი გაანადგურეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ სავარაუდოდ, ირანს მხოლოდ 200-მდე ბალისტიკური რაკეტის გამშვები დანადგარი რჩება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანტონიუ გუტერეშმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში მონაწილე მხარეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და სერიოზული დიპლომატიური მოლაპარაკებები დაიწყონ
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გერმანია ყოველთვის ისრაელის გვერდით იდგება
ირანზე თავდასხმების შედეგად დაღუპულთა შორის 200 არასრულწლოვანია
თეთრი სახლის სპიკერი: ირანის წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციის ფარგლებში დასახული მიზნების მისაღწევად ოთხიდან ექვს კვირამდე იქნება საჭირო
ბაქო ირანს აზერბაიჯანში ტერაქტების მომზადებაში ადანაშაულებს - დაკავებულია რვა პირი
არქივი