თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლევიტის განცხადებით, აშშ ვარაუდობს, რომ ირანის წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციის ფარგლებში დასახული მიზნების მისაღწევად ოთხიდან ექვს კვირამდე იქნება საჭირო.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მისი მიზნებია ირანის სარაკეტო პროგრამის განადგურება, ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტის განადგურება, იმის უზრუნველყოფა, რომ ირანმა ვერასდროს შეძლოს ბირთვული იარაღის მოპოვება და რეგიონში თეირანის მხრიდან შეიარაღებული პროქსი-ჯგუფების მხარდაჭერის შეწყვეტა.
„სულ რაღაც ექვსი დღის შემდეგ, ირანის მხრიდან საპასუხო ბალისტიკური სარაკეტო დარტყმები 90 პროცენტით შემცირდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო ექვსი დღის განმავლობაში „ჰეზბოლა“ და ჰუსიტები თითქმის ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ სწევენ. რაც შეეხება ირანის მომავალს... ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში შედის, რომ ირანს აღარ მართავდეს რადიკალური ტერორისტული რეჟიმი“, - აღნიშნა მან.
„პრეზიდენტ ტრამპს... სურს დაინტერესდეს იმით, თუ ვინ იქნება ირანის შემდეგი ლიდერი და... ამ საკითხს განიხილავს კიდეც“, - დასძინა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |