გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გერმანია ყოველთვის ისრაელის გვერდით იდგება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
12 07 მარტი 2026, 00:55

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გერმანია ყოველთვის ისრაელის გვერდით იდგება.

„ჩემი მეთაურობით შექმნილი ფედერალური მთავრობა არასდროს გააჩენს ეჭვს იმის შესახებ, თუ სად ვდგავართ. ჩვენ ისრაელის გვერდით ვდგავართ“, — განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ამასთან, ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა, რომ გააკეთებს „ყველაფერს ანტისემიტიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად გერმანიაში, სადაც არ უნდა გამოვლინდეს ის“.

„ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს ქვეყანა დარჩეს ქვეყნად, სადაც ებრაელებს შეეძლებათ თავისუფლად და ღიად გადაადგილება“, – აღნიშნა მერცმა.

გერმანიის კანცლერის სიტყვით გამოსვლისას ერთ-ერთი დამსწრე სკანდირებდა სიტყვებს „პალესტინა“, რასაც მერცმა უპასუხა.

„ისინი, ვისთვისაც ამ ბანერს აფრიალებთ, იარაღს თუ დაყრიან, კონფლიქტი 24 საათში დასრულდება. ეს არის კონფლიქტის ძირითადი მიზეზი და არა ისრაელის სახელმწიფო, რომელიც იბრძვის თავისი არსებობისა და თავისუფლად ცხოვრების უფლებისთვის“, – უპასუხა ფრიდრიხ მერცმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გაერო-ში ირანის ელჩი - არასდროს დავუშვებთ უცხო ძალის ჩარევას ჩვენს შიდა საქმეებში, ირანის ხელმძღვანელობის არჩევა მოხდება მხოლოდ ჩვენი კონსტიტუციური პროცედურებით
ანტონიუ გუტერეშმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში მონაწილე მხარეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და სერიოზული დიპლომატიური მოლაპარაკებები დაიწყონ
ირანზე თავდასხმების შედეგად დაღუპულთა შორის 200 არასრულწლოვანია
თეთრი სახლის სპიკერი: ირანის წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციის ფარგლებში დასახული მიზნების მისაღწევად ოთხიდან ექვს კვირამდე იქნება საჭირო
ბაქო ირანს აზერბაიჯანში ტერაქტების მომზადებაში ადანაშაულებს - დაკავებულია რვა პირი
არქივი