8
07 მარტი 2026, 06:18
გაერო-ში ირანის ელჩი ამირ საიდ ირავანი აცხადებს, რომ ომის განმავლობაში ირანში, სულ მცირე, 1 332 სამოქალაქო პირი დაიღუპა და ათასობით დაიჭრა.
მისი თქმით, ირანი იძიებს ინფორმაციას სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმების შესახებ.
ამასთან, ირავანიმ უპასუხა დონალდ ტრამპის განცხადებას ირანის მომავალი ლიდერის არჩევაში მონაწილეობის შესახებ და განაცხადა, რომ ეს სახელმწიფოთა შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დარღვევაა.
„ირანი სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ჩვენ არასდროს დავუშვებთ უცხო ძალის ჩარევას ჩვენს შიდა საქმეებში. ირანის ხელმძღვანელობის არჩევა მოხდება მხოლოდ ჩვენი კონსტიტუციური პროცედურების შესაბამისად და მხოლოდ ირანის ხალხის ნებით — ნებისმიერი უცხოური ჩარევის გარეშე“, – განაცხადა ამირ საიდ ირავანიმ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |