ჩეხეთის პრემიერი ზელენსკის მუქარაზე ორბანის მიმართ: ეს სრულიად დაუშვებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
84 07 მარტი 2026, 10:12

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, ანდრეი ბაბიში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის მისამართით გაკეთებულ მუქარის შემცველ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი რამ დაუშვებელია.

„ეს სრულიად დაუშვებელია“, - დაწერა ბაბიშმა სოციალურ ქსელ X-ში.

ცნობისთვის, გუშინწინ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ „ევროკავშირში ერთი ადამიანი არ დაბლოკავს 90 მილიარდს ან პირველ ტრანშს ამ 90 მილიარდიდან და უკრაინელ მეომრებს ექნებათ იარაღი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანის მისამართს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენს ბიჭებს მივცემთ - დაე, დაურეკონ მას და თავიანთ ენაზე ელაპარაკონ“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი