დონალდ ტრამპმა „სულელური“ უწოდა კითხვას, აწვდის თუ არა რუსეთი ირანს სადაზვერვო დახმარებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 07 მარტი 2026, 11:14
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „სულელური“ უწოდა კითხვას იმის შესახებ, აწვდის თუ არა რუსეთი ირანს სადაზვერვო ინფორმაციას.

კითხვა ტრამპს დაუსვეს სტუდენტური სპორტის საკითხებზე გამართულ მრგვალ მაგიდაზე.

მისი პასუხი ასეთი იყო:

„ეს ძალიან მარტივი საკითხია იმასთან შედარებით, რაზეც აქ ვმუშაობთ [მრგვალ მაგიდაზე]. რა სულელური კითხვაა ახლა ამის დასმა. ჩვენ სულ სხვა თემაზე ვსაუბრობთ.“ 

ამავე კითხვაზე კომენტარი გააკეთა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა. მისი თქმით, ამერიკული დაზვერვა ყველაფერს აკონტროლებს.

 „ჩვენი მეთაურები ყველაფრის შესახებ ინფორმირებულნი არიან. ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო დაზვერვა გვაქვს. ვიცით, ვინ ვისთან ურთიერთობს, რატომ ურთიერთობენ, რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია და როგორ ვითვალისწინებთ მას ჩვენს სამხედრო გეგმებში. ცენტრალური სარდლობის მეთაურმა ზუსტად იცის, რა ხდება,“  განაცხადა ჰეგსეტმა.

მისივე თქმით, ნებისმიერი ქმედება, რომელიც არ უნდა ხდებოდეს  საჯაროდ თუ არაოფიციალურად - მკაცრ წინააღმდეგობას შეხვდება.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა კაროლინ ლევიტმა მედიის მიერ გავრცელებული ცნობების კომენტირებაზე უარი თქვა და აღნიშნა:

 „გულწრფელად რომ ვთქვა, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, მოხდა თუ არა მსგავსი რამ.“ 

მანამდე ამერიკულმა გამოცემა „ვაშინგტონ პოსტმა“ დაწერა, რომ რუსეთი შესაძლოა ირანს აწვდიდეს სადაზვერვო ინფორმაციას ამერიკული სამხედრო ობიექტების კოორდინატების შესახებ, მათ შორის ამერიკული სამხედრო ხომალდებისა და თვითმფრინავების მდებარეობის მონაცემებს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი