აშშ-მ შესაძლოა რუსეთის ნავთობზე სანქციების ნაწილი შეამსუბუქოს - აცხადებს აშშ-ს ფინანსთა მინისტრი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
55 07 მარტი 2026, 13:26
მსოფლიო ნავთობის ბაზარზე შექმნილი დაძაბული ვითარების გამო, რომელიც დაკავშირებულია ისრაელისა და აშშ-ის ომთან ირანის წინააღმდეგ, ვაშინგტონი შესაძლოა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების ნაწილი შეამსუბუქოს. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ტელეკომპანია Fox-თან ინტერვიუში.

მისი თქმით:

„წყალში უკვე ასობით მილიონი ბარელი რუსული ნედლი ნავთობია. ფაქტობრივად, თუ ამ ტვირთებს სანქციებისგან გავათავისუფლებთ, შეგვიძლია გაზარდოთ ნავთობის მიწოდება. ჩვენ ასეთ შესაძლებლობას განვიხილავთ.“ 

6 მარტს შეერთებულმა შტატებმა ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს (ნპზ-ებს) 30 დღით მისცა გამონაკლისი, რომელიც მათ საშუალებას აძლევს შეიძინონ ის რუსული ნავთობი, რომელიც უკვე დატვირთულია ტანკერებზე.

სკოტ ბესენტმა ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს ისეთი ნაბიჯების შესახებ ინფორმირებას, რომლებიც მიზნად ისახავს ენერგეტიკულ ბაზარზე მდგომარეობის შემსუბუქებას ირანში მიმდინარე ომის ფონზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროპაში ბენზინის ფასები 2023 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავიდა
გერმანიის ელჩთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ნინო ლომჯარია მედიას ემალება, საელჩო „ქრონიკის“ კითხვას არ პასუხობს
ჩერგოლეიშვილი: რაც პანკისში მოხდა ამაზე პასუხისმგებელი გახარია არ არის? ახლა ეს გაქცეული კურდღლის არარაობები გვიტრიალდებიან, თქვენ „ნაცები“ ხართო
აშშ-ს სურს ირანის ნავთობის მარაგებზე სრული კონტროლი — აცხადებს ამერიკელი ოფიციალური პირი
დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტზე: აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აბსოლუტურად მზად არის ითანამშრომლოს ქართულ ხელისუფლებასთან
არქივი