დიმიტრი ხუნდაძე: როდესაც ქვეყანაში რუსეთუმეობის თემამ ვერ იმუშავა, რადიკალები ირანიზაციაზე გადაერთვნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 07 მარტი 2026, 13:34
რადიკალური ოპოზიციის განცხადებებსა და პოლიტიკურ შეფასებებზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ და განაცხადა, რომ მსგავსი ბრალდებები ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს წარმოადგენს.

„ეს არის მუდმივად უბედურების მაძიებელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება — ამ უბედურებაზე საკუთარი პოლიტიკური სარგებელი ნახონ,“ — აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, რომ ოპოზიციის ნაწილი ცდილობს სხვადასხვა ბრალდებების გავრცელებას, რათა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს ზიანი მიაყენოს.

„ეს არის მუდმივად უბედურების მაძიებელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება — ამ უბედურებაზე საკუთარი პოლიტიკური სარგებელი ნახონ. ამისთვის მზად არიან ქვეყანა ომისთვისაც კი გასწირონ.

გიორგი კანდელაკი იმ გუნდის წარმომადგენელია, რომელიც ღიად აჟღერებდა, რომ ომი სურდა. დიახ, მათ ომი სურთ და სწორედ ამიტომ ხაზავენ სხვადასხვა „სამიზნეებს“ — თითქოს საქართველოში ტერორისტული სკოლები ფუნქციონირებს, თითქოს ბაქო–ჯეიჰანის მილსადენი სარგებლიანი იქნება თუ დაიბომბება და თითქოს ქვეყანაში ირანიზაციის პროცესი მიმდინარეობს.

როდესაც რუსეთუმეობის თემამ ქვეყანაში ვერ იმუშავა, ახლა ირანიზაციაზე გადაერთვნენ. ამის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს და ეს არის პირდაპირი მტრობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ,"—განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროპაში ბენზინის ფასები 2023 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავიდა
გერმანიის ელჩთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ნინო ლომჯარია მედიას ემალება, საელჩო „ქრონიკის“ კითხვას არ პასუხობს
ჩერგოლეიშვილი: რაც პანკისში მოხდა ამაზე პასუხისმგებელი გახარია არ არის? ახლა ეს გაქცეული კურდღლის არარაობები გვიტრიალდებიან, თქვენ „ნაცები“ ხართო
აშშ-ს სურს ირანის ნავთობის მარაგებზე სრული კონტროლი — აცხადებს ამერიკელი ოფიციალური პირი
დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტზე: აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აბსოლუტურად მზად არის ითანამშრომლოს ქართულ ხელისუფლებასთან
არქივი