41
07 მარტი 2026, 14:03
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცდილობს ირანის ნავთობის მარაგებზე სრული კონტროლის მოპოვებას, განაცხადა აშშ-ის ენერგეტიკული დომინირების ეროვნული საბჭოს დირექტორმა ჯაროდ აიგენმა.
მისი თქმით:
„ეს გრძელვადიანი სარგებელია, რადგან ჩვენი მიზანია ირანის უზარმაზარი ნავთობის მარაგები ამ რეჟიმის ხელიდან გამოვიყვანოთ.“
აიგენის შეფასებით, მოკლევადიანი სირთულეები გამართლებულია, რადგან საბოლოოდ ეს ნაბიჯი შეამცირებს იმ რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია ნავთობის მიწოდებასთან ორმუზის სრუტის გავლით.
მან მაგალითად მოიყვანა ვენესუელის სიტუაციაც, სადაც, მისი თქმით, წლის დასაწყისში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედებებმა ნავთობის წარმოების სწრაფ ზრდას შეუწყო ხელი.
აიგენმა აღნიშნა, რომ ამერიკულმა ნავთობკომპანიამ Chevron-მა იქ მხოლოდ ორ თვეში მიაღწია წარმოების რეკორდულ დონეს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |