რატომ იმალება გერმანიის ელჩთან, პეტერ ფიშერთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ნინო ლომჯარია მედიასთან, თუ დასამალი არაფერი იყო გერმანიის საელჩოში მის ვიზიტში და რატომ გაიყვანეს იგი ელჩის მანქანით.
ყოფილი სახალხო დამცველი და მისი მოკავშირეები ცდილობენ, ამტკიცონ, თითქოს ის, რაც „იმედის“ ეთერში გავიდა, რეალობას არ შეესაბამება.
„ქრონიკამ“ გუშინვე მიმართა გერმანიის საელჩოს კითხვით, ადასტურებენ თუ არა შეხვედრას ნინო ლომჯარიასთან და იყო თუ არა კონსპირაციული შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, თუმცა, „ქრონიკას“ საელჩოდან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, გუშინ ნინო ლომჯარია, სხვა თანამოაზრეებთან, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ ე.წ. „ახალი გაერთიანების“ წევრებთან ერთად გერმანიის ელჩთან იმყოფებოდა და შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
მას შემდეგ, რაც „ქრონიკამ“ აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა, გერმანიის ელჩმა ნინო ლომჯარია საკუთარ ავტომანქანაში ჩასვა და საელჩოს უკანა გასასვლელიდან გააპარა.
მოგვიანებით კი „ქრონიკამ“ ლომჯარიას გადამალვის ამსახველი ვიდეო მტკიცებულებაც მოიპოვა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |